მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
ფოტო: LELEK
2026 წლის ევროვიზიაზე ხორვატია Lelek-მა წარადგინა. ხუთი გოგოსგან შემდგარმა ეთნო-პოპ ჯგუფმა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის სცენაზე სიმღერა Andromeda შეასრულა და საკუთარი ქვეყანა ევროფესტივალის ფინალში დააბრუნა, საბოლოოდ კი მე-15 ადგილი დაიკავა.
Lelek-მა, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, ევროვიზიაზე მოხვედრა შარშანაც სცადა, მაგრამ მაშინ ჯგუფი ხორვატიის შიდაშესარჩევ კონკურსში მე-4 ადგილს დასჯერდა. ანსამბლი მსმენელს ტრადიციული ხორვატიული მუსიკისა და თანამედროვე პოპის ნაზავს სთავაზობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ Lelek-ს ქართული ფოლკლორის საქვეყნოდ ცნობილი ნიმუშის, განდაგანას, ხორვატიული ვერსიაც აქვს ჩაწერილი. მეტიც, აჭარული სიმღერის "ქავერი", სახელწოდებით Tanani Nani, ჯგუფისთვის სადებიუტო სინგლი იყო.
რაც შეეხება Lelek-ის საევროვიზიო სიმღერას, ეთნო-პოპ ბალადა Andromeda ხორვატიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მონაკვეთს, ოტომანების იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ ქრისტიანების დევნას შეეხება. სწორედ ამიტომ, ჯგუფს ევროვიზიის სცენაზე დრამატული დადგმა ჰქონდა წარმოდგენილი, შემსრულებლებს კი სახეები უძველესი ტატუირებით დაეფარათ. ეს ტრადიციული "ტატუები", სახელად "სიცანიე", ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში გაჩნდა, მაგრამ კათოლიკე ხორვატებში მასობრივად მე-15 საუკუნეში გავრცელდა, როცა ოტომანი დამპყრობლებისგან დასაცავად ადგილობრივი მოსახლეობა ბავშვების სხეულებზე სხვადასხვა ქრისტიანულ სიმბოლოს გამოსახავდა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიას ევროვიზიის ნახევარფინალში საქართველოსგანაც ერგო ქულები. პირველ ნახევარფინალურ ტურში საქართველოს ჟიურიმ Lelek-ს მე-8 ადგილი და 3 ქულა არგუნა, ქართველი ტელემაყურებლისგან კი ჯგუფმა 1 ქულა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საიუბილეო, რიგით 70-ე ევროვიზია ბულგარეთის გამარჯვებით დასრულდა. 27 წლის ბულგარელმა პოპვარსკვლავმა დარამ, სიმღერით Bangaranga, თავის ქვეყანას ევროფესტივალზე პირველი მოგება მოუტანა. შესაბამისად, მომდევნო წელს კონკურსი სწორედ ბულგარეთში გადაინაცვლებს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები