თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა — ირაკლი კობახიძე სომხეთში რუბიოს ვიზიტზე
"მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ აშშ-სთან ურთიერთობებზე, რეგიონში ამერიკის გააქტიურებასა და მოსალოდნელ ვიზიტებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ქმნის პოლიტიკური იზოლაციის შთაბეჭდილებას ის გარემოება, რომ 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს სტუმრობს, ხოლო საქართველოში დაბალი რანგის წარმომადგენლები ჩამოდიან, კობახიძემ განაცხადა, რომ "თავს გრძნობენ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა".
"ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ასევე, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას," — თქვა მან.
აშშ-სთან პარტნიორობის აღდგენაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
"ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან, ვაცხადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია და ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდებით," — აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან ამ საკითხზე მოლაპარაკება დეტალურად მიდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
"ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, დაველოდებით პირველ რიგში, მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით," — თქვა პრემიერმინისტრმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები