ნეთანიაჰუ: პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერმა საბოლოო შეთანხმებამ უნდა აღმოფხვრას ბირთვული საფრთხე
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს, მათ შორის — ლიბანის მიმართულებითაც. ინფორმაციას ისრაელის პოლიტიკურ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
ისრაელის პოლიტიკური წყაროს ცნობით, საუბარი ეხებოდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის შესაძლო შეთანხმებას.
"გუშინდელ საუბარში პრეზიდენტ ტრამპთან პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი შეინარჩუნებს მოქმედების თავისუფლებას საფრთხეების წინააღმდეგ ყველა მიმართულებით, მათ შორის ლიბანში, ხოლო პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პრინციპი კიდევ ერთხელ დაადასტურა და მხარი დაუჭირა", — განაცხადა წყარომ Reuters-თან.
ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა და თეირანმა უმეტესწილად შეიმუშავეს მემორანდუმი მშვიდობის შეთანხმებაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს.
Reuters წერს, რომ შეთანხმების მოლოდინი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ პროცესში შუამავლის როლს პაკისტანი ასრულებს.
ირანული სააგენტო "ფარსის" ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ირანსა და მის პარტნიორებს არ დაესხმებიან თავს, სანაცვლოდ კი ირანი ვალდებულებას იღებს, თავადაც არ განახორციელოს პრევენციული თავდასხმები.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ისრაელელმა პოლიტიკოსმა ბენი განცმაც, რომელმაც თქვა, რომ ირანთან შეთანხმების ფარგლებში ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა სტრატეგიული შეცდომა იქნება.
ისრაელის წყაროს განცხადებით, აშშ ისრაელს მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
"პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მტკიცედ დაიცავს საკუთარ მუდმივ მოთხოვნას — ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟსა და ქვეყნის ტერიტორიიდან მთელი გამდიდრებული ურანის გატანას და საბოლოო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვიდრე ეს პირობები არ შესრულდება", — ნათქვამია წყაროში.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება თავად ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გაავრცელა. მისი თქმით, ტრამპთან საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანთან ნებისმიერმა საბოლოო შეთანხმებამ უნდა აღმოფხვრას ბირთვული საფრთხე.
"გუშინ ღამით პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მომავალი მოლაპარაკებების შესახებ.
მე ღრმა მადლიერება გამოვხატე პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის, მათ შორის "ლომის ღრიალი" და "ეპიკური მრისხანების" დროს, როდესაც ამერიკული და ისრაელის ძალები მხარდამხარ იბრძოდნენ ირანის საფრთხის წინააღმდეგ.
პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერმა საბოლოო შეთანხმებამ უნდა აღმოფხვრას ბირთვული საფრთხე. ეს ნიშნავს ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტების დემონტაჟს და მისი გამდიდრებული ბირთვული მასალის ტერიტორიიდან გატანას.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დაადასტურა ისრაელის უფლება, დაიცვას თავი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში არსებული საფრთხეებისგან.
ჩვენსა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ბრძოლის ველზე დადასტურდა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.
ჩემი პოლიტიკა, ისევე როგორც პრეზიდენტ ტრამპის, უცვლელი რჩება: ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი", — დაწერა ნეთანიაჰუმ.
თავად ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი "ძალიან კარგად" წარიმართა.
ცნობისთვის, აქამდე, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანმა ისრაელი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები არ დატოვებდნენ პოზიციებს სამხრეთ ლიბანში, ხოლო "ჰეზბოლას" ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს მხარეები, რომ დაჯგუფება თავდასხმებზე პასუხის გაცემის უფლებას იტოვებდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები