"საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას
"საქართველო კვლავ ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება" — ვკითხულობთ წერილში, რომელიც ოპოზიციის ალიანსმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მიიღო.
წერილში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი "აქტიურად ეწინააღმდეგება ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ".
წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ "ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედების კურსი".
"საქართველო კვლავ ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. 21 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭომ შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება და იმსჯელა ევროკავშირის ზეწოლაზე მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება და მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი. ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება საქართველოსთან ურთიერთობისა და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხარდაჭერაში. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ურყევია და ჩვენ კვლავ ვურჩევთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოსთვის სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმსჯელა მათზე. ევროკავშირის პოლიტიკა და მოქმედებები ექვემდებარება მის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას, ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან ექვემდებარება რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე. ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და პროგრესს და ის გააგრძელებს ქვეყანასთან ურთიერთობას მისი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად.
ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირი კვლავ ერთგულია ხალხთა შორის კონტაქტების მხარდაჭერის, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით. ამავდროულად, ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედების კურსი," — წერს ევროკავშირი (წყარო ტაბულა)
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები