შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

22 May. 2026, 12:47

"ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რომელსაც ალბათ საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ ან მე-19 საუკუნეში ასეთ დამცირებას. ასეთი დამცირება ქართველი ხალხის რთულია, რომ ჩვენი ისტორიიდან გაიხსენო და პარალელები გააკეთო. საქართველო არ არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც არიან რაღაც ხალხები და ტომები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ფორმა, სტრუქტურა და მოწყობა. საქართველო არის სახელმწიფო, ქართველი ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება და ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს. ესაა სახელმწიფო, თავისი საზღვრებით, თავისი ტერიტორიით, თავისი კონსტიტუციით, თავისი ინსტიტუციებით. თუ ვინმეს უნდა რომ დაგვანახოს პატივისცემა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ეს საუბრები ქართველი ხალხის პატივისცემაზე აჩვენებს, რომ იმას სინამდვილეში, რომ ისინი მიიჩნევენ ქართველ ხალხს მეორეხარისხოვან ერად. ეს არის სწორედ კოლონიალისტური აზროვნება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…