სალომე ზურაბიშვილი

21 May. 2026, 10:46

"გამოვდიოდი და, სხვათა შორის, ჩემს დაძახებულზე მოდიოდა ხალხი [აქციებზე]. მე არასოდეს, არც ერთხელ, დაწყებული იპოდრომიდან, არასდროს დავპირებივარ ხალხს, რომ გამოსვლის შემდეგ რაღაცა მოხდება სასწაული. მოსვლა ამ თარიღებში არის აუცილებელი, რადგან ეს არის იმის დასტური, იმის ჩვენება, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით იმ ერთი რამისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა. 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა, 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ დღეში რომ ვართ — რუსული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის ხელში, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ. თუ ვინმე სხვას აქვს საშუალება ამდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ, არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე გამოვალ სიტყვით, თუ არ გამოვალ სიტყვით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ვინ გამოვა... მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, იმიტომ რომ არ შეიძლება არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ვიღებდი სურათებს და ხალხთან ვიყავი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. აქ არ არის რომელიმე პარტიის, რომელიმე ჯგუფის... ყველანი ერთად იმიტომ, რომ მართლაც ეს ყველასთვის არის მნიშვნელოვანი, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი, ყველასი ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ვიცავთ და დავიცავთ მუდამ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება
  5. კახა კალაძე ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილს" უგზავნის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კონგოში ებოლათი ინფიცირების სავარაუდო შემთხვევათა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

კონგოს ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე "აფეთქების" შედეგად, ებოლათი ინფიცირების სავარაუდო…