შაბათ-კვირის პარადოქსი: როგორ ვისწავლოთ მართლა დასვენება?
ფოტო: Pinterest
გაზრდასთან ერთად, ჩვენი შაბათ-კვირაც უცნაური ხდება. ბავშვობაში დასვენება უბრალოდ დასვენება იყო — პასუხისმგებლობები არ ახლდა. ახლა კი, მთელი კვირის მუშაობის შემდეგ, ამ ორ დღეს იმდენი მოვალეობა დავაკისრეთ, მარათონს დაემსგავსა: უნდა გამოიძინო, ძალები აღიდგინო, მეგობრებიც ნახო, სახლის საქმეები მოაგვარო, ცოტა გაერთო, სამსახურის დარჩენილი საქმეები დაასრულო, თუ გაგიმართლებს, თეატრში წახვიდე ან ფილმი ნახო და თან ორშაბათსაც მზადყოფნაში შეხვდე.
ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ კვირის დღეებში დროც და ენერგიაც ნაკლები გვრჩება. დღის დიდ ნაწილს მუშაობაში ვატარებთ, საღამოს კი ხშირად იმდენად გადაღლილები ვართ, რომ სერიალის ჩართვაც დიდი მიღწევაა ხოლმე. იშვიათად, დიდი ხნის წინ დაწყებული წიგნის რამდენიმე გვერდის წაკითხვაც შეიძლება გამოგვივიდეს. ყველაფერი, რაც ადრე ჩვენს ყოველდღიურობაში ჯდებოდა — მეგობრების ნახვა ან უბრალოდ ქალაქში სეირნობა — ნელ-ნელა მთლიანად შაბათ-კვირაზე გადმოდის.
ფოტო: Pinterst
როგორ დავისვენოთ ისე, რომ მართლა დავისვენოთ?
შეიძლება, უკვე ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ორგანიზმს უნდა მოვუსმინოთ. ხანდახან აქტიური დასვენება გვჭირდება, ხანდახან კი — სახლში დარჩენა და საერთოდ არავისთან კონტაქტი. სხეული და გონება თავად გვკარნახობს, აქტიური დასვენება გვჭირდება თუ უფრო პასიური. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ამ ორ მდგომარეობას ხშირად ვურევთ ერთმანეთში და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
- პასიური დასვენება: ამ დროს ხშირად გვგონია, რომ სახლში მარტო დარჩენა სიზარმაცეა, მაგრამ რეალურად უბრალოდ გადაღლილები ვართ ხმაურით, კომუნიკაციითა თუ უზღვავი ინფორმაციის გადამუშავებით. ასეთ დღეებში მარტო ხარისხიანად გატარებული დრო ბევრად უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, ვიდრე ძალდატანებული გართობა;
- აქტიური დასვენება: მაშინ, როცა ჩვენი სამუშაო კვირები ერთფეროვანი და რუტინულია, პირიქით — გარეთ გასვლა გვჭირდება, გარემოს გამოცვლა, ახალი ადამიანები და შთაბეჭდილებები. ტვინს უნდა გავაგებინოთ, რომ ცხოვრება მხოლოდ სამსახური და კომპიუტერის მონიტორი არ არის.
დასვენების უნივერსალური ფორმულა მართლა არ არსებობს. ჩვენ იმდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ჩვენი რუტინაც იმდენად სხვადასხვანაირია, განტვირთვაც განსხვავებული გვჭირდება. ზოგისთვის ეს სოციალიზაცია, ვიღაცისთვის — ქალაქგარეთ გასვლა და ჰაერის გამოცვლა, ზოგისთვის კი მარტოობაა ან კიდევ თეატრში, კინოსა და გამოფენაზე სიარული.
და სიმართლე რომ ვთქვათ, არცერთი მათგანი არ არის უფრო სწორი ან უკეთესი. უკეთესი ისაა, რაც კონკრეტულ მომენტში ჩვენს დაღლილ სხეულს და გონებას სჭირდება.
ნამდვილად გაზრდის ნიშანიც ალბათ ეგაა, რომ თავისუფალ დროს ისე ვანაწილებდეთ, ჩვენს რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ.
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები