ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ქადაგებას გამოეხმაურა, რომელიც დემოგრაფიულ საკითხებს ეხებოდა. მუჰამედალის თქმით, მსგავსი შინაარსის გამოსვლები ქვეყნის არაქართველი და არამართლმადიდებელი მოქალაქეების გარიყვის განცდას აჩენს და ეროვნულ ერთიანობას აზიანებს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება მსგავსი განცხადებებით კი არა, არამედ ეკონომიკური პრობლემების დაძლევითა და მოქალაქეების თანასწორი სიყვარულით არის შესაძლებელი.
"პატრიარქის ამ დღევანდელი გამოსვლის მერე მე კიდევ ერთხელ ჩემი თავი ამ ქვეყანაში მეორეხარისხოვნად ვიგრძენი და ვფიქრობ, ამ ქვეყანაში თურმე საფრთხე ვარ და ქვეყანაში სხვა ხალხებში ვითვლები და ქვეყანა მხოლოდ ქართველობის არის.
პ.ს ძალიან მწყდება გული აი ძალიან. ამ მართლაც სამოთხესავით ქვეყანაში ჩვენ ასეთი მიდგომით ერთობას ვერ მივაღწევთ ვერა. არადა მე ჩემს თავს აზერბაიჯანულ ენოვან ქართველობაში აღვიქვამდი სულ. ქრისტიანები და ქვეყანა ჩემი საკუთრივით მიყვარს. გულთან ყოველთვის ახლოს მიმაქვს ქვეყნის და ქრისტიანების ჭირიც და ლხინიც. ქვეყნის პატრიარქი ილია მეორე როგორ მიყვარდა ეს ბევრისთვის იყო ცნობილი. ქვეყნის 5-ჯვრიანი დროშა, ჰიმნი და ქრისტიანული რელიგიაც ჩემთვის ისეთივე ძვირფასია როგორც ისლამი. ასეთ განცხადებას რომ ვისმენ, ძალიან მწყინს.
დემოგრაფიული პრობლემებზე ზრუნვა ასეთი განცხადებებით არ ხდება. სიყვარულით, ერთობით, როგორც შენი, ასევე სხვისი რელიგიების სიყვარულით და ქვეყნის ეკონომიური პრობლემების მოგვარებით ხდება. ასეთი განცხადებები ქვეყნის ეთნოსით და რწმენით განსხვავებულ მოქალაქეების მიმართ ძალიან დიდ რისკებს უქმნის. ქვეყნიდან ხალხი გარბის და ეკონომიური პრობლემების გამო ხალხს შვილის შენახვა ეშინია.
ამ პრობლემებს სახელმწიფო თუ მოაგვარებს არც ერთი ქრისტიანი ქართველი ერთი ან ორი შვილით არ დაკმაყოფილდება. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ!
სხვათა შორის, დღეს პატრიარქის ამ გამოსვლის დროს მანდ ძალიან ბევრი მუსლიმიც უსმენდა და ესწრებოდა", — დაწერა ჯეიჰუნ მიჰამედალიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "რეალურია იმის საშიშროება, რომ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან და რიცხობრივად ქართველებს გადააჭარბებენ".
"თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება, ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება, ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი, ასევე ღვთის წყალობის", — აღნიშნა შიო III-მ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები