ევროპარლამენტმა "ტვ იმედს" საქმიანობა 1 წლით აუკრძალა
სამთავრობო ტელეკომპანია "იმედს" ევროპარლამენტში საქმიანობა ერთი წლით აეკრძალა, ხოლო მოლდოვამ — "იმედს", "რუსთავი ორსა" და "პოსტივის", ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მოლდოვის საგარეო უწყება აკრედიტაციაზე უარს ფორმალური პასუხით ხსნის. მათ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ განხილვის შემდეგ, ტელეკომპანიების მოთხოვნები არ დადასტურდა და დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით არ შეუძლიათ.
"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში "უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის" შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით", — აღნიშნულია წერილში.
როგორც ტელეკომპანია "იმედი" წერს, დახმარებისთვის ევროპის საბჭოსაც მიმართეს, რათა გაერკვიათ, მიიჩნევს თუ არა ორგანიზაცია ამ ნაბიჯს მედიაზე თავდასხმად, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ევროპარლამენტის მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, "იმედს" მუშაობა 1 წლით აეკრძალა. მიზეზად დასახელებულია "იმედის კვირის" რეპორტაჟი, რასა იუკნევიჩიანესთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა. "იმედი" წერს, რომ სავარაუდოდ მეორე მიზეზი მარკეტა გრეგოროვას უკმაყოფილებაა გადამღები ჯგუფის იქ ყოფნის გამო.
ტელეკომპანია "იმედი" მიიჩნევს, რომ სანქცია არაადეკვატურად მკაცრია და ზღუდავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია. მათ წერილში ნათქვამია, რომ მათთვის გაურკვეველი დარჩა, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაითვალა წესებთან შეუსაბამოდ და რა კონკრეტული სტანდარტის დაცვა იყო საჭირო მოცემულ ვითარებაში. მათივე განმარტებით, შეზღუდვა არაპროპორციულია.
"შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაითვალა წესებთან შეუსაბამოდ და რა კონკრეტული სტანდარტის დაცვა იყო საჭირო მოცემულ ვითარებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთწლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებითად გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროპორციულობის პრინციპის დაცვას, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ 22 აპრილის გაფრთხილების შემდეგ ჩვენ თავად მოვითხოვეთ დამატებითი განმარტებები. როგორც მედია ორგანიზაცია, ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას. ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ", — აღნიშნულია წერილში.
ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში საქმიანობის ერთწლიანი აკრძალვის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ "ევროსკოპმა" 22 აპრილით დათარიღებული წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მათი წყაროს ინფორმაციით, სამ ქართულ მაუწყებელს — "იმედს", "რუსთავი 2"-სა და "პოსტივის" გაეგზავნა. დოკუმენტში საუბარია ეთიკისა და ქცევის ნორმების დარღვევაზე. კერძოდ, ტექსტში აღნიშნულია, რომ
"წესების თანახმად, "მედიის წარმომადგენლებმა სათანადო პატივი უნდა სცენ ევროპარლამენტის შენობებში მყოფი ყველა პირის ღირსებასა და პირად ცხოვრებას" — მუხლი 7…. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სამსახურები აცნობებენ ინსტიტუციათაშორის აკრედიტაციის კომიტეტს ამ შემთხვევის შესახებ შემდგომი რეაგირებისა და შესაძლო სანქციებისთვის", — აღნიშნულია წერილში.
- მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები
- ონლაინმედიები "ტვ იმედის" სიუჟეტთან დაკავშირებით თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ და ცრუ ინფორმაციის უარყოფას მოითხოვენ
- "რეჟიმმა "რუსთავი 2" საბოლოოდ TV იმედისა და POS TV-ს კლუბში გააფორმა" — გახარიას პარტია რ2-ის განცხზადებაზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები