გიგა ბოკერია: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სოციალურ ქსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი პატრიარქის, შიო III-ის არჩევას ეხმაურება. ბოკერია ხაზს უსვამს ქრისტიანული მრწამსის როლს ქართული იდენტობისა და დასავლური ვექტორის ჩამოყალიბებაში და ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ეკლესია დგას.
ბოკერიას შეფასებით, რუსული იმპერიალიზმი და საბჭოთა რეჟიმი ისტორიულად ცდილობდნენ რელიგიური გზავნილების გამოყენებას საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ, რაც დღესაც მტრის სტრატეგიის ნაწილია.
"დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ აირჩია 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.
ქრისტიანული მრწამსი იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეკრა ქართული ეროვნული იდენტობა და განსაზღვრა ჩვენი კუთვნილება დასავლური, თავისუფალი სამყაროსადმი. არაერთი გარე მტერი წარუმატებლად შეეცადა ტირანული ძალადობით ამ იდენტობის წაშლას. რუსული იმპერიალიზმი "ერთმორწმუნეობის" ყალბი გზავნილის გამოყენებით ცდილობდა იმავეს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი კი სისხლიანი რეპრესიების პარალელურად, ცინიკურად იყენებდა ფსევდო რელიგიურ გზავნილებს.
ეს იყო და არის საქართველოს მტრის სტრატეგიის ერთ-ერთი ხაზი — რელიგიურ ერთობაზე ფარისევლური აპელირებით და რეალურად სამოქალაქო თავისუფლების საწინააღმდეგო, ანტიქრისტიანული პროპაგანდით წაშალოს ჩვენი იდენტობა და შეაჩეროს თავისუფლებისკენ საქართველოს სწრაფვა.
ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება სწორედ იმის მიხედვით, თუ რომელ გზას აირჩევს ის:
განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს: პიროვნების ღირსებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობას, ნებისმიერი მთავრობისგან ეკლესიის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს;
თუ პირიქით, ნებას მისცემს საქართველოს მტრებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი სამოქალაქო თავისუფლების წინააღმდეგ, დასავლური ცივილიზაციისგან საქართველოს ჩამოსაშორებლად და საბოლოოდ, ქართული ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოიყენონ", — წერს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ შიო III 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ გაფართოებულ კრებაზე, 22 ხმით აირჩია.
- გახარია საქართველოსთვის: გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი
- მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ შიო III-ს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას
- ენმ პატრიარქის არჩევაზე: პატივისცემით მივესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას
- ლევან იოსელიანი პატრიარქის არჩევაზე: ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული
- "სტრატეგია აღმაშენებელი" სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები