თეირანის პასუხი და მოთხოვნები ტრამპისთვის მიუღებელია
ირანმა აშშ-ის ბოლო წინადადებაზე პასუხი პაკისტანის შუამავლებს ოფიციალურად გადასცა — ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
მათი ცნობით, თეირანმა პაკისტანელ შუამავლებს ოფიციალურად წარუდგინა პასუხი ვაშინგტონის ბოლო შეთავაზებაზე, რომელიც რეგიონში სამხედრო მოქმედებების დასრულებას ეხება. წყაროს განცხადებით, მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზეა ორიენტირებული.
IRNA-ს ინფორმაციით, ირანის პასუხი რამდენიმე ძირითად მოთხოვნას მოიცავს — ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის მოხსნას, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენასა და ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო თავდასხმებზე უარის გარანტიებს.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებსა და შენიშვნებს შიდა განხილვების დასრულების შემდეგ გადასცემდა.
ამასთან, სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის შუამავლობით 8 აპრილს თეირანსა და ვაშინგტონს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, რომელმაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის თითქმის 40-დღიანი სამხედრო ოპერაცია შეაჩერა. მოგვიანებით ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
დონალდ ტრამპი ირანის პასუხს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა.
"ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. „წარმომადგენლების“ პასუხი. არ მომწონს — სრულიად მიუღებელია! მადლობა ყურადღებისთვის", — დაწერა ტრამპმა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონისთვის მიუღებელი სწორედ ის აღმოჩნდა, რომ თეირანმა საკუთარ პასუხში ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრების საკითხი არ განიხილა და მისი განხილვა მომდევნო ეტაპისთვის გადადო, მაშინ როცა აშშ მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ნებისმიერი საბოლოო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს.
შეგახსენებთ, ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის ვადები რამდენჯერმე გაახანგრძლივა. 21 მარტს ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით პირველად დაემუქრა, თუ სრუტე 48 საათში "სრულად არ გაიხსნებოდა". ორი დღის შემდეგ მან თქვა, რომ დარტყმებს კიდევ ხუთი დღით — 28 მარტამდე გადადებდა, სანამ ირანთან "კარგი" და "პროდუქტიული" მოლაპარაკებები გრძელდებოდა. ირანმა ოფიციალურ პირებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის რაიმე სახის კონტაქტი უარყო. აღნიშნული თარიღის მოახლოებისას ტრამპმა ბოლო ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გადასწია.
6 აპრილს ირანმა აშშ-ის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით The New York Times-მაგაავრცელა. გეგმა პაკისტანის მეშვეობით გადაიცა, რომელიც კონფლიქტში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.
ორშაბათს, 6 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ თუ მისი პირობები7 აპრილს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე არ შესრულდება, ის ირანის მასშტაბით დამანგრეველი საჰაერო დარტყმების შესახებ ბრძანებას გასცემდა.
ცნობისთვის, 8 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. "ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
- აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომში პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად
- როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
- დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
- დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
- ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
- ტრამპი აცხადებს, რომ CIA-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი გეია
- დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
- ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი
- ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები