პაველ ჰერჩინსკი: ევროპის დღის აღნიშვნა შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
ექსპო-ჯორჯიაში 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოქალაქეებს ღონისძიებაზე იწვევს და ამბობს, რომ "წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო".
"მალე ეს ადგილი [ექსპო ჯორჯია] გარდაიქმნება დაუვიწყარ სივრცედ. ამ პავილიონში ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს — იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის.
ამ პავილიონში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ. იქნება სივრცე ბავშვებისთვის და უამრავი აქტივობა პატარებისთვის.
პირდაპირ ეთერში, სცენაზე, გაიმართება მნიშვნელოვანი საუბრები — გსურთ, რომ ჩვენი ახალი პოდკასტის მონაწილე გახდეთ?
წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.
მე-11 პავილიონში აღმოაჩენთ იდეებს, რომლებიც მომავალს ქმნის და აქვე იხილავთ ბაზრობას, სადაც მეწარმეები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან. და ნახავთ კვების ზონასაც, სადაც ევროპული და ქართული გემოები ერთმანეთს ერწყმის.
დღის დასასრულისკენ კი დაგხვდებათ განსაკუთრებული კონცერტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
შემოგვიერთდით 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში, ერთად ვიზეიმოთ ევროპის დღე!” — ამბობს ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის გავრცელებულ ვიდეოში.
საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე დაგხვდებათ: საგანმანათლებლო და ინოვაციური სივრცეები: 27 წევრი სახელმწიფოს გამოფენები, ინფორმაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, ინოვაციებსა და გარემოს დაცვაზე.
აქტივობები ყველა ასაკისთვის: სახალისო და შემოქმედებითი კუთხეები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
მუსიკალური პროგრამა: დღის დასასრულს Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ევროკავშირის საელჩო მოუწოდებს ოჯახებსა და მეგობრებს, შაბათი დღე სასიამოვნო და შემეცნებით გარემოში გაატარონ.
ცნობისთვის, ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის წლისთავს აღნიშნავს. სწორედ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ევროკავშირი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები