ირაკლი რუხაძის თქმით, "ლიბერთი ბანკი" დასავლურ ბანკს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონის გამო ვერ მიყიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განცხადებით, "ლიბერთი ბანკის" გასხვისება მას საწყის ინვესტიციაზე ათჯერ მეტ მოგებას მოუტანს. საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელმა საშა კაცმანის პოდკასტში აღნიშნა, რომ გარიგება არა მოსალოდნელ სანქციებს, არამედ ბანკის გაზრდილ ფინანსურ მაჩვენებლებსა და ბიზნესგათვლებს უკავშირდება. რუხაძემ ისიც თქვა, რომ თავდაპირველად ბანკის ყიდვით მსხვილი დასავლური ფინანსური ინსტიტუტი იყო დაინტერესებული, თუმცა ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ფონმა ინვესტორს გადაწყვეტილება შეაცვლევინა, რის გამოც პროცესი ვერ დაასრულდა.
"ლიბერთი ბანკი", დაახლოებით, 8 წლის წინ ვიყიდეთ. ახლა რომ შევხედოთ, რა ფასად გამოვედით — "ქეში ქეშზე" [Cash-on-Cash return] რომ ავიღოთ, ღირებულება, დაახლოებით, 10-ჯერ გავზარდეთ ანუ რაც დავაბანდეთ, იმის 10 იმდენს ავიღებთ… ბოლომდე არ აგვიღია, რაღაცა ისეთ გარიგებაა, რომ ნაწილ-ნაწილ ვიღებთ თანხას. რომ ავიღებთ თანხას, იქნება 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩავდეთ...
"ბაზისბანკი" ჩვენი პირველი და საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა. საუკეთესო ვერსია იყო ერთი დიდი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საბანკო სისტემა. მათ "ლიბერთი" ძალიან აინტერესებდათ; ძალიან საინტერესო გარიგება იქნებოდა და ჩაიშალა იმიტომ, რომ აქ დაიწყეს პოლიტიკური გამოსვლები და მათ ფაქტობრივად მიწერეს, აქ არ ჩამოხვიდეთ, აქ ცუდია და რაღაცა. გარეთ ისეთი სურათი გადიოდა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ბანკის ნორმალურად გაყიდვა და მაინც ლაპარაკი მოგვიწია საქართველოში უკვე ვინც იყო ისეთ ბაკთან. აქედან რომ გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, მარტო ჩინელებს აძლევენ, ამით ყველას გიგდებენ ღირებულებებს. რაც ტყუილია სხვათა შორის, არავინ არ გაუგდიათ და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. იმიტომ, რომ გაურკვეველი ქვეყანაა, "ბავშვებს წამლავთ ქუჩაში" და რაღაცა სიგიჟეებმა მარტო მე კი არ დამარტყა, გარე ფული საერთოდ არ შემოდის — არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ჰოლანდიური, არც ინგლისური. 86% არის ჩვენი ფული და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს", — განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ასევე, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკის" შეძენის ისტორიასა და იმ ბიზნესმოდელზეც ისაუბრა, რომელიც მას ბანკში დახვდა. მისი თქმით, წინა მფლობელების დროს ბანკის შემოსავლის წყარო ორ ძირითად მიმართულებაზე იყო დაფუძნებული: პენსიონერების სესხებსა და მაღალპროცენტიან (300%-მდე) მიკროკრედიტებზე.
რუხაძე აღნიშნავს, რომ ბანკის წარსული პოლიტიკურ პროცესებთან იყო გადაჯაჭვული. მისი განცხადებით, ბანკი თავის დროზე კერძო მფლობელებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩამოართვეს. ბიზნესმენი იხსენებს, რომ თავად ბანკის ყიდვას ჯერ კიდევ წლების წინ ცდილობდა, თუმცა ამის გამო სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა.
"ჯერ დავიწყოთ ისტორიით, რატომ არის ასეთი ყბადაღებული თემაც პენსიონერი? იმიტომ, რომ ოპოზიცია და, მე ვიტყოდი, ნაციონალური მოძრაობა და დავასახელებ იმ ხალხს, ვინც ძირითადად ამაზე ლაპარაკობდა, მაგალითად — ვაშაძე იგივე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანი იყო. მაგ დროს შეიქმნა ეს ბანკი და კი არ შეიქმნა, წაართვით. მე ვყიდულობდი ამ ბანკს კერძო ოჯახისგან და მე დამიჭირეს. მიჭერდნენ, რომ არ მეყიდა ეს ბანკი და იმ ოჯახს მერე წაართვეს, მე რომ უკვე წავედი ქვეყნიდან. მერე ეს ბანკი რაღაცნაირად მოხვდა ლადო გურგენიძესთან. ვიღაცა რუმინელი ინვესტორი გაჩნდა, რომელიც რეალობაში არ არსებობდა. კაცი კი არსებობდა, მაგრამ ბანკთან კავშირი არ ჰქონდა. დღემდე ვერ ვიპოვეთ კაპიკი გადახდილი იმ ადამიანის მიერ ამ ბანკში.
ვითომ ვიღაც ასეთი ბნელი ინვესტორი არსებობდა და მართავდა ამ ყველაფერს... ლადო გურგიანიძე და ეს იყო ყველაფერი ხელდასხმული სააკაშვილის მიერ. აბა, არავინ არ მოგცემდა შენ ბანკს საქართველოში, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ წაართვა ვიღაცას. მოდელი, რომელიც ამ ბანკს ჰქონდა იდგა ორ ფეხზე. ერთი იყო პენსიონერების სესხები, დაახლოებით ნახევარი ბანკი, ნახევარი შემოსავალი მოდიოდა პენსიონერების სესხებიდან და მეორე ნახევარი მოდიოდა ამ ძალიან მაღალპროცენტიანი მიკროკრედიტებიდან, ანუ 300%-მდე, რომელიც ადიოდა, რომ იცი რომ 10 კაციდან ცხრა დაგიბრუნდეს, მაინც ერთზეც ფულს აკეთებ. ამ ორ ორ რაღაცაზე იდგა იდგა ეს ბანკი. ჩვენ რომ შემოვდიოდით, ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, ჩვენ ბანკის საწყოა გვინდოდა. მე და გოგა კალანდარიშვილს", — განაცხადა ირაკლი რუხაძემ (სტილი დაცულია).
შეგახსენებთ, ირაკლი რუხაძემ თავისი ბანკი "ბაზისბანკს" მიჰყიდა". "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" 95.99%-იანი წილის შეძენის შემდეგ, "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი დავით ცაავა "ლიბერთი ბანკშიც" იმავე პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად მიიღეს. მიუხედავად მენეჯმენტის ცვლილებისა, ბანკები ოპერაციულად მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
მანამდე, სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა სამთავრობო "ტელე-იმედი" გაყიდეს. ამის შესახებ ირაკლი რუხაძე სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს. მისი თქმით, "პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი "იმედთან" დამშვიდობებაა".
როგორც რუხაძის წერილიდან ვიგებთ, ტელე-იმედის 50%-იანი წილი "პრაიმ მედია გლობალმა" იყიდა. 50% კი გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები