ვიკა ფილფანი: ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებაზე სასადილოებში და ამ ლარნახევრიდანაც კი ფული მოპარეთ
"ვერ დაასახელებთ ვერაფერს რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა უბრალო მოქალაქისთვის, ვერ დაასახელებთ ვერცერთ სფეროს სადაც მოქალაქეებს წვალება და უსამართლობასთან ბრძოლის გამოვლა არ უწევთ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ კანონს და ინიციატივას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ყოფა უკეთესობისკენ შეცვალა," — ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახარია საქართველოსთვის პარტიის პარლამენტის დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
"მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბებიას ოჯახს.
დღეს თქვენ საუბრობთ სტაბილურობაზე, საუბრობთ მშვიდობაზე, საუბრობთ გაზრდილ ეკონომიკაზე, ამის პარალელურად საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე ფიქრობენ როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, როგორ იყიდონ წამალი, როგორ გაუშვან შვილი სკოლაში ისე, რომ შიმშილი არ იგრძნონ.
საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, უმუშევრობის დონე გაზრდილია, ბოლო წლებში ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რადგან ემიგრაცია გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა მათთვის.
საკვებ პროდუქტებზე ფასები 12-15%-ით გაიზარდა, მედიკამენტები 2-3-ჯერ ძვირია ვიდრე ევროპაში, დენის ტარიფი 30 %-ით გაზარდეთ, ამ სოციალური უსამართლობის ფონზე კი სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, შობადობა ისტორიულ მინიმუმთან ახლოს არის.
ოცნების მმართველობის შედეგად მივიღეთ დაცარიელებული სოფლები და დაშლილი ოჯახები. ბავშვები, რომლებიც დედების გარეშე იზრდებიან და დედები, რომლებიც შვილებისთვის წამალს წელიწადზე მეტია უშედეგოდ ითხოვენ.
ამ დროს რა გააკეთა დღეს ამ დარბაზში მყოფთა უმრავლესობამ ამ პრობლემების გადასაჭრელად?! უარი უთხრა მინიმალური ხელფასის დაწესებას, უარს ამბობს პენსიის 200 ლარით ზრდაზე და მიღებული კანონებით კიდევ უფრო მეტად უძვირებს მოქალაქეებს ცხოვრებას.
მხოლოდ ბოლო 6 თვეში 60-ზე მეტი ჯარიმების დაწესების და ზრდის კანონი მიიღეთ, თქვენ ცხოვრება გაუძვირეთ, დაუწესეთ და გაუზარდეთ ჯარიმები გარე მოვაჭრეებს, საბურავის გამყიდველს, მძღოლებს, ბოსტნეულის და მაწვნილს გამყიდველს, სტუდენტებს, მაგრამ არა მეგა ქარხნებს, რომელიც გარემოს აზიანებენ, არა კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს დამამცირებელ ხელფასებს უხდიან, არათუ ჯარიმები არ გაუზარდეთ არამედ მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოაწერეთ თქვენთან დაკავშირებულ ენერგეტიკის სფეროში მყოფ კომპანიებს.
ბოლო 5 წელიწადში ხალხის ბიუჯეტიდან 800-მლნ ლარამდე დახარჯეთ სახელმწიფო ავტოპარკზე, მხოლოდ 2026 წელს 900 მდე ახალი ავტომობილის შეიძინისთვის 60 მლნამდე ლარი გამოყავით, ამ დროს კი 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება რიგით მოქალაქეებს 3-ჯერ გაუძვირეთ, და ბავშვების წამლისთვის ბიუჯეტში თანხებს ვერ პოულობთ.
ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებაზე სასადილოებში, და ამ ლარნახევრიდანაც კი ფული მოპარეთ.
სხვაგვარად შეუძლებელი იყო მშვიდობის შენარჩუნება? თუ ეროვნულობას და ქრისტიანობას ვერ შევინარჩუნებდით ბაღის ბავშვებისთვის საჭმლელი რო არ მოგეპარათ? ნუთუ მშვიდობის პირობა იყო ჭიანი საჭმელი პოლიციისთვის და ჯარისთვის, ან სოფლის გზის ტენდერებიდან მილიონების მოპარვა?
თქვენი პრემიერი აქ მოვიდა და ქართულ ოჯახებს დააბრალა დემოგრაფიული კრიზისი, ქართული ოჯახების ბრალი ნამდვილად არ არის 2 წლამდე ბავშვის გაზრდა წელიწადში მინიმუმ 15 000 ლარი რომ ჯდება, რაც უფრო იზრდება ბავშვი მით უფრო იზრდება ეს თანხა. სოფელშიც შეუძლებელი გახდა ცხოვრება, არც სოფელში მოყვანილ პროდუქტს ადევს ფასი და სოფელში ავად თუ გახდა ადამიანი საერთოდ განაჩენია, ვერც ექიმს და ვერც ექიმთან ვიზიტის ფულს ვერ პოულობს.
ქვეყანაში ნარკოტიკის ეპიდემია მძვინვარებს, რადგან ნარკომანია სიღარიბის დაავადებაა.
მართვის მოწმობის გამოცდები კორუფციის ბუდედ აქციეთ, პირადობის აღება, ქორწინების მოწმობა, ნივთის გადაფორმებაც კი შეუძლებელია ბევრი მოქალაქისთვის ისეთი ფასი ადევს.
300 ლარიან გამოწერილ ნივთზე 18 % გადასახადს უწესებთ მოქალაქეს , თუმცა თქვენმა საპატიო თავმდჯომარემ ნახევარი მილიარდი ლარის გადასახადები არ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვერ დაასახელებთ ვერაფერს რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა უბრალო მოქალაქისთვის, ვერ დაასახელებთ ვერცერთ სფეროს სადაც მოქალაქეებს წვალება და უსამართლობასთან ბრძოლის გამოვლა არ უწევთ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ კანონს და ინიციატივას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ყოფა უკეთესობისკენ შეცვალა.
ნაცვლად იმისა, რომ კანონები აუნჯობესებდეს ჩენი მოქალაქეების ბედს, აუნჯობესებდეს მოქალაქეების მსიყდველუნარიანობა, თქვენი კანონებით მეტად აღარიბებთ ერს, რადგან არ გჭირდებათ წელში გამართული, ძლიერი საზოგადოება, უზრუნველი ცხოვრება და კეთილდღეობა მხოლოდ საკუთარი თავებისთვის გემეტებათ, მაგრამ ხალხი, რომელსაც ყოველდღე ართმევთ ღირსებას ერთ დღესაც აღარ შეგარჩენთ ძალაუფლებას," — კომენტარს პარტია გახარია საქართველოსთვის ავრცელებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები