ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
ეშმაკს აცვია პრადას მეორე ნაწილიდან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს. ინფორმაციას გამოცემა Entertainment Weekly ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სვინის ეპიზოდური როლი ფილმის დასაწყისშივე უნდა ყოფილიყო. თუმცა, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ Euphoria-ს ვარსკვლავის სცენები უნდა ამოეჭრათ.
ფოტო: Getty Images
Entertainment Weekly-ის ცნობით, სვინი ფილმში საკუთარი თავის როლს ირგებდა და ემილი ბლანტის პერსონაჟის, ემილი ჩარლტონის, კლიენტი იყო. წყარომ დაადასტურა, რომ სვინი ფილმში არ გამოჩენილა.
აღსანიშნავია, რომ ეშმაკს აცვია პრადას მეორე ნაწილში სიდნის როლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოდან გვქონდა, როცა მსახიობი გადასაღებ მოედანზე ემილი ბლანტთან ერთად დააფიქსირეს.
ეშმაკს აცვია პრადა 2-ის სცენარის ავტორმა, ალინ ბროშ მაკენამ, დაადასტურა, რომ ფილმში არ იქნება სიდნის სცენები. მაკენას თქმით, გადასაღები მოედნიდან ხშირად ვრცელდებოდა ფოტოები და ხალხს ეგონა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქვე იყო, ფილმში მიიღებდა მონაწილეობას.
კითხვაზე, თუ რატომ აღარ არის ფილმში სვინი, სცენარის ავტორმა უპასუხა: "თქვენ ხომ უყურეთ ფილმს? ის [სიდნი სვინი] არ მონაწილეობს".
ფოტო: 20th Century Studios
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს გამოსული ფილმის მეორე ნაწილს ორიგინალი სამსახიობო შემადგენლობის მონაწილეობით დისნეი იღებს. მოდის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისლის, როლს მერილ სტრიპი შეასრულებს. მისი ასისტენტების, ანდრეასა და ემილის, როლებში კი კვლავ ენ ჰეთეუეისა და ემილი ბლანტს ვიხილავთ.
პაპარაცული ფოტო "ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის გადაღებებიდან — ენ ჰეთეუეი და მერილ სტრიპი
ფოტო: MEGA/GC Images
მეორე ნაწილში მთავარი პერსონაჟების როლების შემსრულებლების გარდა, სტენლი ტუჩის, პატრიკ ბრემალს, ლუსი ლიუს, ლედი გაგას, პოლინ შალამესა და სიმონ აშლის ვიხილავთ. ახალ ფილმში არ დაბრუნდება ადრიან გრენიე, რომელიც პირველ ნაწილში ანდრეას შეყვარებულის როლს თამაშობდა.
ეშმაკს აცვია პრადა 2-ის პრემიერის თარიღი 2026 წლის 1-ელი მაისია.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
კომენტარები