სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სახალხო დამცველს 8 აპრილს მიმართეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით აპარატის მიგნებები პერიოდულად აისახება, როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში. ასევე სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.
"სახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს.
სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით აპარატის მიგნებები პერიოდულად აისახება, როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სერვისების დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების და გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკული დანერგვის აუცილებლობაზე.
შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისთვის და ამ გამოწვევების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე. კვლევის ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს უკავშირდება, მათ შორის, როგორიცაა იშვიათი გენეტიკური დაავადების - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი მედიკამენტების მისაწვდომობა.
სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მანდატთან დაკავშირებით. 2014 წლის 27 ოქტომბერს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დასახელდა. ამ ფუნქციას სახალხო დამცველი, აპარატთან ერთად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით ახორციელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგი დგება თავად მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული პრიორიტეტებისა და საკითხების შესაბამისად. საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების ჩამონათვალი, რაც მოწოდებული იქნა საბჭოს მოწვეული წევრების მხრიდან და იქნა განხილული სხდომის დროს, მოცემულია სხდომის შემდგომ საჯაროდ გავრცელებულ რელიზებში. ბოლო სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები, რომელიც გაიმართა 2025 წლის 24-25 დეკემბერს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მორიგი სხდომა დაგეგმილია 2026 წლის 21 აპრილს. საბჭოს მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული და სახალხო დამცველის მანდატში შემავალი არც ერთი საკითხის განხილვაზე, სახალხო დამცველს არასდროს უთქვამს უარი.
სახალხო დამცველი ითვალისწინებს საბჭოს მოწვეული წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს თავის საქმიანობაში. სწორედ საკონსულტაციო საბჭოს მიერ დასახული პრიორიტეტების ფარგლებში, აპარატის მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებთან ერთად, სახალხო დამცველი მუშაობს შშმ პირთა ჯანდაცვის მისაწვდომობაზე (მზადდება სპეციალური ანგარიში), შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობაზე (ვიზიტი განხორციელდა 78 ახლადაშენებულ და მშენებარე ობიექტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით - მზადდება ანგარიში), შეფასდა და საპარლამენტო ანგარიშში აისახა პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების მდგომარეობა, შშმ პირთა მიზნობრივ სერვისებში არსებული პრობლემები, შშმ პირთა მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახალხო დამცველი, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ყოველწლიურად ახორციელებს შესაბამისი დაწესებულებების მონიტორინგს, თუმცა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მანდატის გაძლიერების მიზნით, აპარატმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მოამზადა ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მონიტორინგის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომის შეფასებისა და აქ არსებული კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველმა განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი ქვეყნის ყველა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (მზადდება ანგარიში).
ასევე გაცნობებთ, რომ მექანიზმის შემადგენლობაში არსებულმა მონიტორინგის ჯგუფმა, მრავალი წელია რაც განიცადა ცვლილება. ექსპერტების შერჩევა, ხდება ყოველ 2 წელიწადში, ღია კონკურსის გზით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სადაც ცალკეა გამოყოფილი შშმ პირთა უფლებრივი მიმართულება. საკონსულტაციო საბჭოსა და აპარატის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ხდება მონიტორინგის პროცესში ექსპერტების ჩართვა, შედეგად მზადდება მონიტორინგის ანგარიშები, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება.", — ნათქვამი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები