ეს იმპროვიზაცია საქართველოს ინტერესებში არ არის — გიორგი კოდუა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
"რა შუაშია ცა, როცა ეს არის ძალიან მაღლა, ალტიტუდით ზღვის დონიდან და არა მგონია, ვინმეს უშლიდეს. ამას რაღაც ფობიას დავარქმევდი, შეშლით არავის შეუშლის", — ასე გამოეხმაურა აბასთუმანში საჰაერო მოძრაობის აკრძალვას "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა. მან "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის აზრს ვერ ხედავს და გაუგებარია ვის ინტერესშია აღნიშნული ცვლილება. მისივე განმარტებით, ეს "იმპროვიზაცია" საქართველოს ინტერესებში არ არის.
"ბიუჯეტში საჰაერო ნავიგაციას სერიოზული შემოსავლები აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთი დაკეტილია ევროპული ავიაკომპანიებისთვის, დაიკეტა სამხრეთიც და მხოლოდ ჩვენი კორიდორია დარჩენილი, რომლითაც სარგებლობს ევროპული და აზიური ავიაკომპანიები. ამ კორიდორში გახშირდა მოძრაობა. სერიოზულად მოიმატა თვითმფრინავების ნაკადმა — ეს ფაქტი კი ძალიან კარგია საქართველოს მთავრობისთვის, რადგან დამატებითი შემოსავალია.
ამ მანევრირების და ცვლილების აზრს ვერ ვხედავ — ეს ტრასა საქართველოს მხრიდან მაქსიმალური ინტერესებიდან გამომდინარე იყო დაგეგმილი. ის ევროკონტროლთან იყო შეთანხმებული და ყოველი დამატებითი ცვლილება შეიძლება იქვას, არის იმპროვიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ არის. ვის ინტერესებშია, ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ ვიღაცას უშლის ხელს და ამის გამო ხდება, გამოდის აბსურდის თეატრში ვართ — რა შუაშია ცა, როცა ეს არის ძალიან მაღლა, ალტიტუდით ზღვის დონიდან და არა მგონია, ვინმეს უშლიდეს. ამას რაღაც ფობიას დავარქმევდი, შეშლით არავის შეუშლის", — თქვა კოდუამ ("ტვ პირველი").
შეგახსენებთ, "საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ცვლილებები შევიდა 2018 წლის 28 დეკემბრის მთავრობის დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტი 9 თებერვლით თარიღდება და მის მიხედვით ქვეყნის საფრენოსნო არეალი ხელახლა დაკორექტირდა და აბასთუმნის საჰაერო სივრცეში ფრენები 16 აპრილიდან აიკრძალა.
მთავრობის №52 დადგენილებით, იქმნება ახალი შეზღუდული ზონა "აბასთუმანი-2", რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრზე ვრცელდება და დაახლოებით 2000 კვ.კმ-ს მოიცავს. მასზე პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.
განკარგულების დანართში ვკითხულობთ, რომ აბასთუმანში ფრენების შეზღუდვის მიზეზი "ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის". ფრენები შეზღუდულია 24/7-ზე. გამონაკლისები დაიშვება:
1) საქართველოს სახელმწიფო ავიაციის საჰაერო ხომალდებისათვის;
2) ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდებისათვის;
3) ცუდი ამინდის შემოვლის მიზნით, ან თუ წარმოიქმნება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საჭიროება.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები