ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას
სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას მე-10 დღეს ეხმაურება. იოსელიანმა ნეტგაზეთთან საუბარისას განაცხადა, რომ აუცილებლად შეაფასებს მომხდარს და ეს საკითხი სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს.
"მის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას. სამართლებრივ შესწავლას ვგულისხმობ და შესაბამისად, ამის შესახებ რა თქმა უნდა, პოზიცია გვექნება. იმ პროცესში, როდესაც ბატონი სადიგოვი იმყოფებოდა საქართველოში, დაწყებული მისი დაკავებიდან ბოლომდე, ყოველდღიურად ვიყავით ჩართული, ვახდენდით მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის უფლებადამცველებთან მქონდა განუწყვეტლივ პროცესში კომუნიკაცია, ვიცოდით ზუსტად რა პროცესი მიმდინარეობდა, ამაზე მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ალბათ ამაზე მეტის თქმას შევძლებ, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით კონკრეტულად იმ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მისი საქართველოდან გაძევება," — განაცხადა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის კომენტარს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი და აფგან სადიგოვის უფლებადამცველი თამთა მიქელაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით ის ფაქტი, რომ ომბუდსმენს 10 დღის შემდეგაც არ აქვს მომხდარზე შეფასება ნორმალური ქმედება არ არის.
"სახალხო დამცველი 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით გაძევების ფაქტს და განაცხადა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება და აუცილებლად გვექნება შეფასება მომავალში. უმძიმეს, აშკარა და დემონსტრაციულ კონვენციურ დარღვევაზე სახალხო დამცველს 10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება, არც ერთი პოსტი ან განცხადება არ უდევს საკუთარ ვებ-გვერდზე და ახლა ამბობს, რომ მომავალში გვექნებაო. ეს ნორმალურია? მყისიერი და დროული რეაგირება უფლების დარღვევის ფაქტებზე რა არის საერთოდ ესმით ამ ოფისში ისევ როგორც modus operandi?
ლევან იოსელიანის პასუხი ჩვენს კრიტიკაზე თავის დროზე ის იყო, რომ მას სიფრთხილე სჭირდებოდა, რათა პრაგმატული და საქმიანი კომუნიკაცია ჰქონოდა მთავრობასთან და რეალური შედეგები ჰქონოდა მის მუშაობას. და სად არის შედეგები? რა შეაკავა სახალხო დამცველმა 3 წლის თავზე? სამოქალაქო საზოგადოება დაანგრია რეჟიმმა, შეკრების თავისუფლება კანონით ჩამოგვერთვა, წამება და ძალადობა სისტემური გახდა შეკრების მონაწილეების მიმართ, პოლიტიკური უფლებების წარმოუდგენელი გაუარესებაა ქვეყანაში და ერთი სპეციალური ანგარიში არ არის ამ საკითხებზე მომზადებული აპარატის მიერ. ან რომელი ეფექტურად გამოყენებული საერთაშორისო მექანიზმი გახსენდებათ, რომელიც ოფისმა პროაქტიულად და აგრესიულად გამოიყენა მოქალაქეების დასაცავად? (მიწასთან გასწორებული სამოქალაქო საზოგადოება ვცდილობთ ისევ ამ მექანიზმების გამოყენებას) 1 წლის წინ, როცა ელენე ხოშტარიას გაშიშვლების საკითხი დადგა დღის წესრიგში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს, ომბუდსმენმა ზარ-ზეიმით გვაცნობა, რომ გაშიშვლების პრაქტიკაზე რეკომენდაცია მიიღო მთავრობამ და შეჩერდებოდა.
ბოლო ანგარიში კი ისევ იმას წერენ, რომ ეს პრაქტიკა არ გაჩერებულა. ამ პრაქტიკის შემოტრიალებაც კი ვერ შეძლო სახალხო დამცველმა და ამ პრაგმატული, დაბალანსებული და აუღელვებელი სტრატეგიით რას აშენებს, ახსნას საჯაროდ. საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბაროს, რომ გაჩუმების, მხარდაჭერის არქონის, სახალხო დამცველისთვის უფლებადამცველის რეპუტაციისა და განცდის სრულად წართმევისა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ანგარიშში (კი, ნორმალურია ანგარიშების ტექსტები ნამდვილად) ჩაწერის ფასად რანაირად ღირს ეს სტრატეგია? ახლა, როცა უფლებადამცველების ქსელი ასეთი დაზიანებული და დასუსტებულია რეჟიმის მიერ, სახალხო დამცველი ამ დაყოვნებით და პასიურობით უნდა მუშაობდეს?" — დაწერა თამთა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამით დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი აზერბაიჯანში გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა — "იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და "პაგონების" სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ."
მეტი აფგან სადიგოვის შესახებ წაიკითხეთ აქ.
- საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
- აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- "სოციალური სამართლიანობის ცენტრი": ჟურნალისტი აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის გამო ჯამში 275 000 ლარით დააჯარიმა
- აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
- აფგან სადიგოვი: არ ვაპირებ გირაოს გადახდას
- აფგან სადიგოვი: "პარტიას "ქართული ოცნება" რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება არასდროს იქნება დიქტატურა"
- აფგან სადიგოვი თავისუფალია — 17 აპრილს SJC სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს
- SJC: სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა აფგან სადიგოვი უკანონო პატიმრობაში დატოვეს
- SJC: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი [161-ე დღეს] შიმშილობას წყვეტს
- SJC: აფგან სადიგოვი 159 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
- აფგან მუხთარლი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები