პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურელი მაღაროელების პრობლემებზე ისაუბრა. კერესელიძემ მთავრობას მოუწოდა, მოისმინოს ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი
სამართლიანი პროტესტი.
"ჩემი დღევანდელი პოლიტგანცხადება მინდა დავიწყო მოწოდებით და მოთხოვნით
საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის
მიმართ რათა მოისმინოთ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი. ისინი ითხოვენ:
• დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის განთავისუფლებას;
• შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა;
• ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას;
• ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა
ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული ღია კარიერები, მოსახლეობისგან
დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და განადგურებული ინფრასტრუქტურა.
ჭიათურელი მაღაროელები სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გამო, უწყვეტად
მართავდნენ აქციებს ჭიათურაში და სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მაგრამ მათი
მოთხოვნები და გასაჭირი ყურად არავის არ იღო. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჭიათურა
მონოინდუსტრიული ქალაქია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დამოკიდებულია მხოლოდ ერთ საწარმოზე და ამ საწარმოს მიღმა, სამწუხაროდ დასაქმებისა და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭიათურის მოსახლეობის 60% მეტი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი საარსებო შემწეობის მიმღებია," — განაცხადა კერესელიძემ.
კერესელიძის განცხადებით, სესიის დასრულების შემდეგ პარტია მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს.
"გაანთავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. დამერწმუნეთ, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამაყად გექნებათ უფლება თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე
დეპოლარიზაციასა და ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის დამყარებაზე.
პრეზიდენტის სახელზე, ფრაქცია საქართველოსთვის საპარლამენტო დეპუტატების მიერ
მომზადებული ოფიციალური შუამდგომლობა დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების
შესახებ, მომდინარეობს საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე რომელიც
მიმართულია მაღაროელთა უფლებების დაცვასა და ქვეყანაში სტაბილურობის
შენარჩუნებისაკენ. ჩვენს მიერ მომზადებულ შუამდგომლობას მაღაროელების შეწყალების
შესახებ, პრეზიდენტს გავუგზავნით მიმდინარე სესიის დასრულების თანავე," — განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, მაღაროელებს 28 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო ედავებოდნენ, როდესაც პროტესტის მონაწილეები და შუქრუთის მაღაროს დირექტორი, თენგიზ კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და მასში მონაწილეობისთვის დაკავებულ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ
- ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან
- გიორგი ნეფარიძე: ჭიათურა ნათელი მაგალითია თუ როგორ გვახევენ თავზე კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას
- ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ
- ჭიათურელ მაღაროელებს პროკურატურასთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები