მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-მ NEWS.On.ge-თან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდაპირველად, მარნეულის მერის ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.

"დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც ნიღბიან ბანდასთან ერთად დღეს გამთენიისას სასტიკად სცემეს მოქალაქე, რომელიც ვერ დადის.

მერის ძმას ასევე ეხმარებოდა მერიის მრჩევლის კანდიდატი," — წერს ბაირამოვა.