"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცოტა დაიგვიანა აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენამ, "მოლოდინი იყო, რომ ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისთანავე იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ისიც ვნახეთ, რომ ამასობაში სხვადასხვა კრიზისები განვითარდა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს".
მისივე თქმით, აპრილში ელოდებიან, რომ "იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული".
"ის, რომ შედგა საუბარი სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის, ეს სწორედ არის იმის მანიშნებელი, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა უკვე მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტა, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის. ასე რომ, აპრილში ველოდებით იმას, რომ მათ შორის, ამ საუბრის შედეგად, იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, აღდგება თუ არა უახლოეს მომავალში სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, პაპუაშვილი პასუხობს:
"მიზანი არის არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ მიზანი არის საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის არსებობა, რომელიც იქნება დამყარებული ურთიერთ ინტერესებზე. სტრატეგიული პარტნიორობა არის ინდიკატორი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ფორმალური ჩარჩო ურთიერთობისა, ეპითეტისთვის არ გვჭირდება. მანამდე, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, გარკვეულწილად, ეპითეტის დონეზე იყო, ვინაიდან ის შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი 2009 წელს მოეწერა, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში. ეს იყო გარკვეული "დამამშვიდებელი პრიზი" მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ, რომ სამაგიეროდ, სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან, თუმცა ის შინაარსით არასდროს შევსებულა, ისე როგორც ეს უნდა ყოფილიყო.
ახლა ჩვენ, რაც გვინდა, არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად, რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას. ჩვენ ვართ ამ დიალოგისთვის გახსნილი. ის, რომ სახელმწიფო მდივანსა და პრემიერმინისტრს შორის საუბარი შედგა აჩვენებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია აქეთკენ. ასე რომ, ჩვენ ეს გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. რა თქმა უნდა, ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, მოლოდინი იყო, რომ ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისთანავე იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ისიც ვნახეთ, რომ ამასობაში სხვადასხვა კრიზისები განვითარდა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს დამოკიდებულია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე. ჩვენი მხრიდან, ერთ წელზე მეტია, რაც მზაობა გაცხადებული გვაქვს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები