თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელი კომპანიის პროექტით განხორციელდება სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატენდერო წინადადებები ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარადგინა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი.
"დაგეგმილი გვაქვს დიდი დიღმის დასახლების მეტროსადგურ "დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება, რაც ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის და კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ტრამვაის ხაზების დემონტაჟი მოხდა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში არის რეგისტრირებული. ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება", — განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ტრამვაის ხაზის ტრაექტორიას, პროექტი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიიდან და შეუერთდება მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას. პროექტის მიხედვით, ხაზის სიგრძე დაახლოებით 7.5 კილომეტრი იქნება და მასზე 11 გაჩერება განთავსდება.
როგორც კალაძე განმარტავს, ტრამვაის ხაზის პროექტი მიზნად ისახავს დიდი დიღმის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომის გაუმჯობესებას და გადაადგილების დროის შემცირებას.
"პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს", — აღნიშნა თბილისის მერმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები