ირაკლი კობახიძე: ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასა თუ ამნისტიაზე
"ვიდრე არ არის აღიარება, ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან დაკავშირებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პოლიტპატიმრებსა და სინდისის პატიმრებზე საუბრისას. მისივე თქმით, ადამიანი თუ არ აღიარებ ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფოს არ აქვს გარანტია, რომ იგივე დანაშაულს, იგივე პირი ხელმეორედ არ ჩაიდენს.
"აქ მთავარი პრობლემა რა არის, რომ ამ ადამიანებმა, ე.წ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, აქტივისტებმა, NGO აქტივისტებმა, ამ ახალგაზრდებს, ძირითადად ახალგაზრდები არიან, ჩაადენინეს კონკრეტული დანაშაული, ჩართეს ძალადობრივ, რევოლუციურ პროცესებში. შესაბამისად, მათ სიტყვებს ახლა არავითარი ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ თვითონ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ახალგაზრდები ჩართეს, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩართეს დანაშაულებრივ ქმედებებში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, იგივე ამნისტიასთან, შეწყალებასთან, ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით და ვთქვით ერთი რამ, რომ ვიდრე რაიმეზე დაიწყება საუბარი, უნდა ვიხილოთ მონანიება და უნდა ვიხილოთ აღიარება და შესაბამისი მიმართვა, თხოვნა. ეს არის აუცილებელი რისთვის, ჩვენთვის ხომ არ არის ეს თვითმიზანი, რომ ვიღაცამ ბოდიში მოიხადოს, ვიღაცამ აღიაროს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოს.
რეალურად, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ამას გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა იყოს აღიარება და მონანიება. შენ თუ არ აღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ იგივე დანაშაულს, იგივე პირი ხელმეორედ არ ჩაიდენს. შესაბამისად, აქ ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. გახსოვთ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები ჩადენილ იქნა ასევე მრავლად 2023 წელს, 2024 წელს ერთხელ, 2024 წელს მეორედ. პირველ შემთხვევაში ერთი პირი იყო დაპატიმრებული, მეორე შემთხვევაში 6 პირი და ამან წამახალისებელი ეფექტი იქონია, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. საბოლოო ჯამში, ბოლო შემთხვევაშიც 500-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული დანაშუალებრივ ქმედებებში და დაპატიმრებულია მხოლოდ 30, მაგრამ ამან უკვე მოგვცა ჩვენ პრევენციული ეფექტი. შემდეგ 4 ოქტომბრის მოვლენებმა და მასზე სახელმწიფოს რეაგირებამაც მოგვცა პრევენციული ეფექტი. თუ ამას არ გავაკეთებთ, ხომ არ შეიძლება, 4 წელიწადში გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი. ხომ არ შეიძლება მუდმივად ამ რეჟიმში ვაცხოვროთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ეს არის სუფთა პრაგმატული საკითხი. ვიდრე არ არის აღიარება, ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა გადახედონ საკუთარ პოზიციას და თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები