"სკამი, რომელზეც ტანსაცმელს აგროვებ" — რას ამბობს შენი სახლის ყველაზე არეული კუთხე შენს შინაგან მდგომარეობაზე?
მგონი, ყველა ჩვენგანის სახლში არსებობს კუთხე და ამ კუთხეში მდგარი სკამი, რომელმაც თავისი პირვანდელი დანიშნულება თითქოს დაკარგა — მასზე იშვიათად თუ ჯდება ვინმე. სამაგიეროდ, ეს სკამი თავშესაფრად იქცა ყველა იმ ტანსაცმლისთვის, რომელსაც, სახლში დაბრუნებულებმა სათანადო ადგილი ვერ მივუჩინეთ — კარადაში დასაბრუნებლად საკმარისად სუფთა არ აღმოჩნდა და არც საკმარისად დასვრილი, რომ გასარეცხად გაგვემეტებინა.
ამ ამბავზე ხშირად ამბობენ, რომ სიზარმაცის ბრალია. არადა, ეს სკამი და მასზე დახვავებული ტანსაცმლის გროვა, სინამდვილეში, საუკეთესოდ გამოხატავს ხოლმე ჩვენს მენტალურ მდგომარეობას. და როცა იცი, რას ამბობს ის შენზე, ამ ცოდნის გამოყენება ნამდვილად შეგიძლია შენსავე სასიკეთოდ.
როცა სახლში ენერგიისგან დაცლილი ბრუნდები, დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებისა და ნაკისრი ვალდებულებებისგან გადამწვარი, შენი ტვინი უბრალო კითხვასაც კი — "სუფთაა ეს თუ გასარეცხი?" — თავს არიდებს. შესაბამისად, სკამზე მიფენილი მაისური იმის სიმბოლო და ნიშანია, რომ დაიღალე — ის პატარა თეთრი დროშაა, რომელსაც საკუთარ თავს უფრიალებ.
ერთი შეხედვით, ეს უწესრიგო ადგილი ოთახში, ხშირად უფრო მეტს ამბობს ჩვენს ყოველდღიურ მდგომარეობაზე, ვიდრე გვგონია. ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ სწორი კვება ან ფიზიკური აქტივობა არ არის — იმის გააზრებაცაა, რამდენად გვაქვს ძალა, შევინარჩუნოთ წესრიგი და საკუთარ თავზე ვიზრუნოთ.
როცა ადამიანი გადაღლილია, პირველ რიგში, სწორედ პატარა ჩვევები ირღვევა — ვეღარ ვაბრუნებთ ნივთებს თავის ადგილზე, მარტივი გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს და რუტინის შენარჩუნებაც გვირთულდება. ეს კი ყოველთვის სიზარმაცე ნამდვილად არ არის — ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ რესურსი ამოგვეწურა.
ფოტო: Pinterest
ამიტომ, სკამზე დაგროვებული ტანსაცმელი უფრო სიგნალად უნდა აღვიქვათ: რომ მეტი დასვენება გვჭირდება, უკეთესი ძილი და ცოტა ნაკლები გადატვირთვა. რადგან, როცა სხეული და გონება იღლება, ეს დაღლა ჩვენს გარემოზეც აუცილებლად აისახება ხოლმე.
თუმცა, მხოლოდ იმის გააზრება, რომ დაიღალე, ავტომატურად ძალას არ გმატებს. შეიძლება ხედავდე, როგორ იზრდება ტანსაცმლის გროვა დღითიდღე, მიზეზსაც ხვდებოდე, მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლიდე.
ესეც სრულიად ნორმალურია.
ნუ დაისჯი თავს და ამით დამატებით სტრესს ნუ მიაყენებ ორგანიზმს. წარმოიდგინე, რომ ეს სკამი „ნაცრისფერი სივრცეა“, სადაც წესები და მოთხოვნები დროებით ქრება. ჩვენი ყოველდღიურობა ისედაც მუდმივ წესრიგს, პროდუქტიულობას და უშეცდომობას მოითხოვს და სადმე მაინც გვჭირდება სივრცე, სადაც თავს იმის უფლებას მივცემთ, რომ ყველაფერი იდეალურად არ იყოს.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
კომენტარები