ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების "ძალადობრივი ხასიათი" აღიარეს
ალექსანდრე დარახველიძის განცახდებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე შსს-მ "კანონით გათვალისწინებული საშუალებები" გამოიყენა.
"2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საზოგადოებამ იხილა კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პოლიტიკური პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა ყველა ის კანონით გათვალისწინებული საშუალებები, რითაც აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამ კონკრეტული მცდელობისთვის არაერთ პოლიტიკოსს აქვს ბრალი წაყენებული. შესაბამისად, ველოდებით შესაბამის განხილვებს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, შსს არცერთ საქმეს არ იძიებს, სადაც სამინისტროს თანამშრომლებთან მიმართებით არსებობს კონკრეტული საკითხები, ამ საკითხებს იძიებდა დამოუკიდებელი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა გენერალური პროკურატურა. შესაბამისად, ჩემგან არასწორი იქნება აღნიშნული გამოძიების საკითხზე რაიმე ინფორმაციის გაჟღერება," — განაცხადა დარახველიძემ.
ისივე თქმით, შსს-ში "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებს აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა წარუდგინეს და "აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო".
"ვერავინ იტყვის, რომ ეს აქცია მშვიდობიანი იყო. თავად "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებს, რომლებიც შსს-ში იმყოფებოდნენ, მათ წარვუდგინეთ ჩვენ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის. ეს ჩანაწერი შსს-ში არსებობს. შესაბამისად, როცა აქცია არის ძალადობრივი, ხდება სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმა, საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად, გადამწვარი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ გამოიყენა პოლიციის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების არა უფლება, არამედ ვალდებულებაც ჰქონდა. ამ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება შსს-ს არ აქვს," — განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უკიდურესად კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება, — წერს საია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მიმოხილისას და დასძენს, რომ "ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას, სისტემური და ფართომასშტაბიანი დარღვევების პრაქტიკას, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, რომლებზეც, უკვე წლებია, უფლებადამცველები და საერთაშორისო მექანიზმები მიუთითებენ".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები