ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასები — კახა კიკნაძე ხარაგაულში მეწყერზე
"ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასების გადაადგილება მდინარე ყარნებას მიმართულებით", — დაწერა ინჟინერ-გეოდეზისტმა, კახა კიკნაძემ სოციალურ ქსელში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერს გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ძალიან საშიშია მდინარის დაგუბების მომატება. კახა კიკნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი მიწის მასის გადაადგილების დროს, ინტერესის ან გადაღების გამო, არ გაჩერდნენ ტერიტორიაზე, რადგან შეიძლება მთლიანად ტერიტორია დაიძრას.
- ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების — ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა ოცნების ხელისუფლებას მიმართავს
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის ორ სოფელში მეწყერი გააქტიურდა
"კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით მინდა გამოვეხმაურო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში არსებულ სიტუაციას.
როგორც მოსალოდნელი იყო და ასეც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ნელ-ნელა სიტუაცია წავიდა იქით, რომ აღარავინ აპირებს ამ თემებზე თავის შეწუხებას და ხმაურს (გარდა იმ გამწარებული ხალხისა).
სწორედ ამ ადამიანებს მინდა მივმართო: ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასების გადაადგილება მდინარე ყარნებას მიმართულებით. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს არ შეგიძლიათ არ ახვიდეთ და არ ნახოთ, თუნდაც მიწასთან გასწორებული თქვენი ეზო და სახლი.
მეც მიმძიმს რასაც ვწერ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, — ნებისმიერი მიწის მასის გადაადგილების დროს, ინტერესის ან გადაღების გამო, არ გაჩერდეთ ტერიტორიაზე. არაა გამორიცხული მთლიანად დაიძრას ტერიტორია. ასევე, ძალიან საშიშია მდინარის დაგუბების მომატება. თუ ვინმე შეამჩნევთ მიწის მასის ჩაშლის ან დაგუბების მომატების პროცესს, აუცილებლად დაწერეთ ან დაურეკეთ შესაბამის სამსახურებს, რადგან მდინარის დაგუბება, რომელიც აუცილებლად მოიმატებს, დიდ საფრთხეს უქმნის მთლიანად ხეობას.
სიმართლე დადგინდება.
არ შეგაშინოთ არავინ.
ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვეს თქვენს მოსატყუებლად, თვითონაც არ იციან ჯერ.
თავს გაუფრთხილდით! იბრძოლეთ ბოლომდე"! — წერს კახა კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები 2025 წლის მაისიდან დაიწყო.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები