"გეი რომ არის" — როსალია შეკითხვაზე, რა თვისებას აფასებს კაცში ყველაზე მეტად
ფოტო: Getty Images
როსალია ბოლო პერიოდში ისევ მოექცა მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. კატალონიელმა მუსიკოსმა შარშან ნოემბერში რიგით მე-4 სტუდიური ალბომი, კვლავაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ახალი ნამუშევარი, Lux, გამოუშვა, რომელიც არაერთმა კრიტიკოსმა და გამოცემამ, მათ შორის, The Guardian-მა, 2025 წლის საუკეთესო ალბომადაც დაასახელა. ალბომის მთავარი სინგლი, Berghain, რომელიც ლეგენდარულ ისლანდიელ მუსიკოსთან, ბიორკთან, კოლაბორაციით ჩაიწერა, მრავალი ქვეყნის ჩარტებშიც აღმოჩნდა.
სწორედ Lux-ს, დაგეგმილ მსოფლიო ტურნესა და სხვა სიახლეებს შეეხებოდა უახლესი ინტერვიუ როსალიასთან, რომელიც ცნობილმა არგენტინელმა მწერალმა მარიანა ენრიკესმა ჩაწერა. ინტერვიუს ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული პრუსტის კითხვარი, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ დღემდე პოპულარობით სარგებლობს. მის ერთ-ერთ შეკითხვაზე, რომელ თვისებას აფასებ კაცში ყველაზე მეტადო, როსალიამ ისეთი მოულოდნელი პასუხი გასცა, ენრიკესმა სიცილი ვერ შეიკავა.
"გეი რომ არის", — უპასუხა მომღერალმა ყოყმანის გარეშე და არგენტინელმაც კვერი დაუკრა, ერთ აზრზე ვართო.
ხუმრობას როსალიამ სერიოზული ტონით მოაყოლა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის შეკითხვა ორ ნაწილად გაყოფილი: გამორჩეული თვისება კაცში და ქალში. მე ვიკითხავდი, ზოგადად, ადამიანში რომელი თვისება გხიბლავსო, ამატებს მუსიკოსი. ენრიკესი კი ხსნის, იმ პერიოდში ორობითი სისტემა იყო ფესვგადგმულიო.
აღსანიშნავია, რომ შემოქმედებით კარიერასთან ერთად, როსალიას აქტივიზმიც გამოარჩევს. მუსიკოსი აქტიურად უჭერს მხარს ქალების და ლგბტქ ადამიანების უფლებებს. რაც შეეხება იდენტობას, პოპვარსკვლავი იარლიყებზე მორგების წინააღმდეგია: მისი თქმით, თავს არ აიძულებს, საკუთარი სექსუალობა განსაზღვროს. თავისუფლებას მივყვებიო, აღნიშნავს მუსიკოსი ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში.
როსალიას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ამერიკელ ტრანსგენდერ მსახიობთან ჰანტერ შაფერთან. მოგვიანებით, იგი პუერტორიკოელ მომღერალ რაუ ალეხანდროზე იყო დანიშნული, თუმცა, წყვილი 2023 წელს დაშორდა. ამ წლის დასაწყისში ესპანურენოვანი ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ, რომ როსალია UFC-ის ქართველ ვარსკვლავს, ილია თოფურიას, ხვდებოდა, მაგრამ გავრცელებული ხმები არ დადასტურდა.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები