OC media: კონფლიქტის გამწვავების ფონზე, აზერბაიჯანის ჯარები ირანის საზღვართან განლაგდნენ
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროები "სრულ საბრძოლო მზადყოფნაში" გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების შვებულებები გაუქმდა, ხოლო ირანის საზღვარზე დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტების საწინააღმდეგო სისტემები განლაგდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იადიგარ სადიგლიმ ამ ზომებს "აბსოლუტურად ბუნებრივი" უწოდა და განაცხადა, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
"სახელმწიფოს მეთაურმა, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს გარკვეული სიფრთხილის ზომები, გადადგას გარკვეული ნაბიჯები და თუ მათ ეს გააკეთეს, ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ხვალ შეიძლება ქაოსი წარმოიქმნას, რომელიმე სამხედრო შენაერთის მეთაურმა შეიძლება დამოუკიდებლად იმოქმედოს", — განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა ამ ინფორმაციის გასაჯაროება სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით გააკრიტიკა, სხვებმა ამას მხარი დაუჭირეს და მიუთითეს ირანის საზღვართან მდებარე აზერბაიჯანის რაიონებში სროლის ბოლოდროინდელ შემთხვევებზე.
უფლებადამცველმა ჰილალ მამედოვმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ჯარების მობილიზება "შესაძლოა ლტოლვილთა ნაკადის აღსაკვეთად იყოს"
"თუ ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ჯარები განლაგდება, აშკარაა, რომ ეს კიდევ უფრო საშინელ შედეგებს გამოიწვევს: უდავოა, რომ ამ ბრძოლას არა მხოლოდ მილიონობით ადამიანი შეუერთდება, არამედ ათობით ათასი ბავშვი და ქალი იძულებული გახდება თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც ეძებოს. უდავოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ ასევე მოგვიწევს ირანელი ხალხისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენა", — განაცხადა მან.
ასევე, შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 მარტს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა და აფეთქდა — ინფორმაცია Reuters-ს აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა.
აზერბაიჯანული პროსამთავრობო სააგენტო APA News Agency-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთი დრონი ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მეორე — სკოლის შენობასთან ახლოს. მოგვიანებით მათ აეროპორტში გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ შენობის ჭერი დაზიანებულია და ადამიანები ტერიტორიას ტოვებენ.
აზერბაიჯანში ირანის ელჩი ოფიციალური საპროტესტო ნოტის გადასაცემად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
- აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომში პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად
- MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
- მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
- აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აერეპორტის ტერიტორიაზე ირანის უპილოტო დრონები ჩამოვარდა და აფეთქდა — შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
- ალი ხამენეის ვაჟი — მოჯტაბა ირანის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს
- ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით
- გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტო ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტი დაბომბვის შედეგად დაზიანდა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები