შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩი "იმედის" და პოსტვ"-ის წინააღმდეგ "საქმის შეკერვაში" დაადანაშაულა
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი "იმედის" და პოსტვ"-ის წინააღმდეგ "საქმის შეკერვაში" დაადანაშაულა. მისი თქმით, "დასტურდება, რომ ელჩია, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა".
"გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა “პოსტვ”-სთვის და “იმედისთვის” რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ ელჩია, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. გუშინ სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა, 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის საბაბების შეკერვა დაიწყო.
გუშინ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა მტკიცებულებები, თუ რას ეფუძნება ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ერთი. მეორე, უნდა დავფიქრდეთ რა არის საბოლოო მიზანი. საბოლოო მიზანი არის მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის. სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა პარტიული კედლის გაზეთი “ტაბულა” დაეფინანსებინა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს “ფორმულას” მეპატრონე კეზერაშვილი. კეზერაშვილს არ გადმოგვცემს, რითაც ბრიტანეთი გვერდს უვლის საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად ეს არის, ჩემი აზრთ, მიზანია, რომ ჩაახშონ თავისუფალი და მართალი სიტყვა და გაასუფთაონ გზა საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა შავი სქემებით ევროპიდან აფინანსებდნენ.
…დასკვნა ერთია: ვინც ჩვენ სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, სიტყვის თავისუფლების მკვლელი აღმოჩნდა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და დღეის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და საქმიანობას ასე უნდა შევხედოთ", – განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" 24 თებერვალს დაასანქცირა.
რის შემდეგაც ოცნების საგარეო უწყებაში დაიბარეს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ "40 წუთის განმავლობაში არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გაამართლებდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები