მიშელი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში წერია, რომ რუსეთს უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნებისთვის არ მიუღწევია და ბრძოლის ველზე წინ ვერ მიიწევს. მათი განმარტებით, ევროკავშირის მიზანია უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს. ევროპელი პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში უკრაინის მიმართ ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მათივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას.
"ოთხი წლის წინ, რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას და საკუთარი ქვეყნის დაცვას.
რუსეთს უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნებისთვის არ მიუღწევია. ვინაიდან რუსეთი ბრძოლის ველზე წინ ვერ მიიწევს, იგი განზრახ ესხმის თავს უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგოობიექტებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და საცხოვრებელ შენობებს მკაცრი ზამთრის პირობებში. უკრაინელები კვლავაც ურყევნი არიან თავიანთ სიმტკიცეში, გამბედაობასა და გამძლეობაში.
ევროკავშირი რუსეთის აგრესიის პირველივე დღიდან მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ჩვენი მიზანია უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ასეთი მშვიდობის მისაღწევად — მშვიდობისა ღირსებითა და გრძელვადიანი უსაფრთხოებით. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ქვაკუთხედია. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მეზობლის ანექსია. საზღვრების შეცვლა ძალით შეუძლებელია. აგრესორი ვერ იქნება წახალისებული. ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ უკრაინის მიმართ ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას. ჩვენ ვრჩებით უკრაინის უმსხვილეს დონორად. 2022 წლის შემდეგ გაწეულ თითქმის 200 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 2026-27 წლებში 90 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. ეს დაეხმარება უკრაინას გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებაში და რუსეთის თავდასხმების წინაშე სიმტკიცის შენარჩუნებაში. ამ დახმარების პაკეტიდან 60 მილიარდი ევრო დაიხარჯება სამხედრო საჭიროებებზე (პროგრამა "მაჩვზღარბი" / "Porcupine programme"). პირველი გადახდა განხორციელდება რაც შეიძლება მალე", — წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერატორების გადაუდებელი მიწოდებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მზადდება. ევროპელი პოლიტიკოსები წერენ, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა მან აგრესია შეწყვიტოს და ჩაერთოს მშვიდობისკენ მიმართულ შინაარსიან მოლაპარაკებებში. მათივე განმარტებით, ისინი უზრუნველყოფენ, რომ რუსეთმა ჩადენილ დანაშაულებსა და მიყენებულ ზარალზე პასუხი აგოს.
"ამ ზამთარს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას უპრეცედენტო ენერგეტიკული დახმარება გაუწიეს საჰაერო თავდაცვისა და დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად. მზადდება მხარდაჭერის ახალი პაკეტი გენერატორების გადაუდებელი მიწოდებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის ასამაღლებლად და დღევანდელი საგანგებო სიტუაციის განმეორების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მზადყოფნის ახალ გეგმაზე, რომელიც ფოკუსირებულია ქსელების შეკეთებასა და გაძლიერებაზე, დაზიანებული ელექტროსადგურების სწრაფ აღდგენასა და განახლებადი ენერგიის დეცენტრალიზებული წარმოების სწრაფ დანერგვაზე.
პუტინის გამომფიტავი ომი სტაბილურად ასუსტებს რუსეთს და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს აგრესია და ჩაერთოს მშვიდობისკენ მიმართულ შინაარსიან მოლაპარაკებებში. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორზე და მივიღოთ დამატებითი ზომები "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ.
თუმცა ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად ასევე მიმართულია "შემდეგი დღისკენ" — როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მზად არიან წვლილი შეიტანონ მტკიცე და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებში, რათა რუსეთმა ვეღარასდროს შეძლოს უკრაინაზე თავდასხმა.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულებსა და მიყენებულ ზარალზე. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მალე, ევროპის საბჭოს ფარგლებში, ავამოქმედოთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალი და უკრაინის საერთაშორისო საპრეტენზიო კომისია.
უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმების გზაზე ძალიან რთულ პირობებში. უკრაინას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის შემდგომ აღდგენაში.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის ძლიერ და სუვერენულ ევროპაში", — წერია განცხადებაში.
- ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს
- სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა
- SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!
- ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები