სებ-მა საფინანსო სექტორს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები გააცნო
სებ-მა ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესახებ შეხვედრა შედგა.
სებ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინურ იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირების პრაქტიკა განიხილეს. მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო სისტემაში ჩინური იუანის როლის ზრდაზე იმსჯელეს.
"აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იუანი სპეციალური ნასესხობის უფლებების (SDR) კალათში აშშ დოლართან, ევროსთან, იაპონურ იენასა და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან ერთად მეხუთე ვალუტად შეიყვანა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებს, რომელთაც ჩინურ იუანში უკვე მოახდინეს ინვესტირება. მათ შორის — იაპონიას 10 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩინურ აქტივებში; ავსტრალია — 1.9 მილიარდი აშშ დოლარი; შვეიცარიას კი 15 მილიარდი იუანის საინვესტიციო კვოტა აქვს, რაც დაახლოებით 2.4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის განთავსების შესაძლებლობას ნიშნავს.
ამასთან, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ 2017 წელს განახორციელა პირველი, 500 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია ჩინურ ფასიან ქაღალდებში.
აღნიშნული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ჩინურ იუანში და ჩინურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ცენტრალური ბანკებისთვის დივერსიფიკაციის სტანდარტულ და აპრობირებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე ოპერირების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაფართოვდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე — ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market — CIBM) მოიპოვა წვდომა.
"CIBM-ზე წვდომის მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო პოლიტიკის განვითარებაში. ის შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მოქნილად და ეფექტიანად ვმართოთ საერთაშორისო რეზერვები, გავაფართოვოთ საინვესტიციო ინსტრუმენტების სპექტრი და გავაძლიეროთ რისკების მართვის ჩარჩო", — განცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ჩინურ იუანში და ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დივერსიფიკაციის მიზნით ხორციელდება. მთლიანობაში არაძირითადი ვალუტების წილი 10%-ით არის განსაზღვრული, საიდანაც ჩინური იუანის ინსტრუმენტებში დაახლოებით 5%-მდე იქნება განთავსებული.
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული როგორც ვალუტების, ასევე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. აღნიშნული მიდგომა კონცენტრაციის რისკებს ამცირებს და რეზერვების მდგრად მართვას უზრუნველყობს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების მართვას კონსერვატიული, დაბალრისკიანი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით",— დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები