სამეფო კარის თამაშები შექსპირის თეატრში გადაინაცვლებს
ფოტო: Royal Shakespeare Company
ჯორჯ მარტინის ვესტეროსის სამყარო თეატრალურ სცენაზე ინაცვლებს. სპექტაკლის — სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფე — მსოფლიო პრემიერა 2026 წლის ზაფხულში, შექსპირის სამეფო დასის თეატრში შედგება.
რეჟისორი დომინიკ კუკი, რომელიც ამ პროექტზე რამდენიმე წელია დრამატურგ დუნკან მაკმილანთან ერთად მუშაობს, გვპირდება, რომ წინ ამაღელვებელი და მასშტაბური მომენტები გველის.
"ბუნებრივია, სიუჟეტი ბრძოლებით დატვირთულია, თუმცა ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრის გადმოსაცემად თეატრალური, კრეატიული გზა ვიპოვოთ," — ამბობს დომინიკი.
სპექტაკლი ჰარენჰალის ტურნირის გარშემო ვითარდება. ტურნირს ახალგაზრდა ნედ სტარკი, მისი და — ლიანა, ჯეიმი ლანისტერი და რობერტ ბარათეონი ესწრებიან.
ფოტო: HBO
"ეს არიან მთავარი გმირები, რომლებსაც მაყურებელი კარგად იცნობს, თუმცა სპექტაკლში ისინი გაცილებით ახალგაზრდები არიან," — განმარტავს კუკი. რეჟისორის თქმით, ზოგიერთ ისეთ პერსონაჟს, რომელიც სერიალში ცენტრალური ფიგურაა, სპექტაკლში ჯერჯერობით ეპიზოდური როლი აქვს.
რეჟისორის მიზანია, დადგას სპექტაკლი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც საგის ერთგული ფანებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სამეფო კარის თამაშების სამყაროზე წარმოდგენა არ აქვს.
ლიანა სტარკი შეშლილ მეფეში 16 წლის მოზარდია. "ის ბრწყინვალე მებრძოლია და საერთოდ არ ჯდება იმ ეპოქის ქალისთვის დადგენილ ჩარჩოებში. ლიანა ჭკვიანი და მეამბოხეა — თითქმის ისეთივე, როგორიც შექსპირის პერსონაჟები, ჟანა დ’არკი ან როზალინდი, არიან," — ამბობს კუკი.
მიუხედავად იმისა, რომ ლიანა რობერტ ბარათეონზეა დანიშნული, რეიგარ ტარგარიენსაც უახლოვდება: "მათი კავშირი გარკვეულწილად რომეო და ჯულიეტას ისტორიას ჰგავს". დუნკან მაკმილანის აზრით, ლიანა სტარკის გარეშე სამეფო კარის თამაშები საერთოდ არ იარსებებდა.
დანიელ ევანსი, დუნკან მაკმილანი, ჯორჯ მარტინი, თამარა ჰარვი და დომინიკ კუკი
ფოტო: Royal Shakespeare Company
სპექტაკლზე მუშაობისას, იმ დეტალების დასაზუსტებლად, რომლებიც წიგნებში გარკვევით არ იყო ახსნილი, მაკმილანი ჯორჯ მარტინთან თანამშრომლობდა:
ჯორჯი ჩვენს ხედვას ენდობა, თუმცა, ამავდროულად, თავის სამყაროსა და გმირებს ძალიან უფრთხილდება
თავად ჯორჯ მარტინი შექსპირის დიდი თაყვანისმცემელია. კუკის თქმით, მარტინს სწორედ ის იდეა ხიბლავს, რომ მისი ისტორია შექსპირისეული ტრაგედიების სტილში ადაპტირდება.
ჯორჯ მარტინი
ფოტო: Royal Shakespeare Company
ამჟამად სპექტაკლის მსახიობების შესარჩევად კასთინგი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა ლიანა სტარკის როლის შემსრულებლის პოვნაა.
როგორც დომინიკ კუკი ამბობს, სპექტაკლი მოგვიყვება ამბავს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
კომენტარები