რუსი სპორტსმენები ზამთრის პარალიმპიადაზე საკუთარი დროშით იასპარეზებენ
პარალიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები რუსული დროშის ქვეშ 2014 წლის შემდეგ პირველად გამოვლენ და ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში ქვეყნის ჰიმნიც შესრულდება.
სამშაბათს გაკეთებული ეს განცხადება მიიჩნევა კიდევ ერთ ნიშნად, რომ რუსეთი და მისი ეროვნული იდენტობა სრულად აღდგება 2028 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) განაცხადა, რომ რუსეთის ეროვნულმა პარალიმპიურმა კომიტეტმა მილანი-კორტინას მომავალი პარალიმპიური თამაშებისთვის ექვსი კვოტა მიიღო.
აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს აუკრძალა ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში გამოიყენოს ჩაფხუტი, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების, მათ შორის წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ფოტოებია.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის დროშა პარალიმპიურ თამაშებზე აფრიალდება, ბოლოს ეს 2014 წლის სოჭის თამაშებისას მოხდა. მაშინ რუსეთის სპორტსმენები სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებული დოპინგის პროგრამის გამო დასაჯეს, ხოლო სანქციები ქვეყნის მიმართ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც გაგრძელდა.
თუ პარალიმპიელი ოქროს მედალს მოიპოვებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ჰიმნი დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე გაისმება.
ამის გამო, უკრაინის ოფიციალური პირები ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, განაცხადა კიევმა ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს თავიანთი ეროვნული დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცა. ევროკავშირის სპორტის კომისარმა გლენ მიკალეფმაც თქვა, რომ გახსნის ცერემონიას გამოტოვებს.
"სანამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ვერ დავუჭერ მხარს იმ ეროვნული სიმბოლოების, დროშების, ჰიმნების და ფორმების დაბრუნებას, რომლებიც ამ კონფლიქტთან განუყოფლად არის დაკავშირებული", — დაწერა მან X-ზე.
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული ნაწილობრივი შეზღუდვები სექტემბერში მოხსნა.
თუმცა IPC-ის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა ნოემბერში Associated Press-ს უთხრა, რომ მილანი-კორტინას თამაშებზე ამ ქვეყნებიდან სპორტსმენები არ იქნებოდნენ, რადგან ძალაში რჩებოდა შესაბამისი სპორტული ფედერაციების აკრძალვები.
მომდევნო თვეში რუსეთის მიერ შეტანილი აპელაციის შედეგად სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) გააუქმა საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მიერ დაწესებული სრული აკრძალვა, ამით რუს სპორტსმენებს 2026 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით, ხოლო პარალიმპიადაზე საკუთარი დროშითა და ჰიმნით გამოსვლის გზა გაეხსნათ.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 2023 წლიდან შეჩერებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ქარტიის დარღვევისთვის, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სპორტული სტრუქტურების ადმინისტრაციული გზით მიერთების გამო. ეს გადაწყვეტილება ამჟამად IOC-ის სამართლებრივ განხილვაშია (მას შემდეგ რაც რუსულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წესდება შეცვალა) და შესაძლოა რამდენიმე თვეში გაუქმდეს.
პარიზის 2024 წლის მოდელის მიხედვით, რუსი სპორტსმენები მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით (AIN) ასპარეზობენ: ქვეყნის დროშის, ჰიმნისა და გუნდის ფერების გარეშე.
მილანი-კორტინას პარალიმპიური თამაშები 6–15 მარტს გაიმართება.
ასევე ნახეთ: დრამა, სკანდალები და აბსურდი — წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
კომენტარები