შალვა ტაბატაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული
ფოტო: პირველი არხი
განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ოცნების ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის კვოტირების ახალ სისტემას ეხმაურება და წერს, რომ "2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული. მისი თქმით, შემცირებულია განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის პროგრამები (92%-ით), ასევე სოხუმის (58.9%-ით), ქუთაისის (6.8%), გორის (64.6%), სამცხე-ჯავახეთის (67.6%), თელავის უნივერსიტეტებში (22.9%) სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.
შალვა ტაბატაძის მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით, თბილისში 42.9%-ითაა გაზრდილი კომპიუტერულ მეცნიერებათა, ინჟინერიის, ინფორმატიკის მიმართულებებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა. სამაგიეროდ შემცირებულია — სამართლის (24.7%), ბიზნეს-ადმინისტრირების (25.4%), ფსიქოლოგიის (79%), ეკონომიკის (44%), საერთაშორისო ურთიერთობების (88.3%), სოციოლოგიის (88.5%) მიმართულებებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა.
რეგიონებშიც გაზრდილია სტუდენტების მიღება კომპიუტერულ მეცნიერებათა და ბიზნესის მიმართულებებზე, შემცირებულია — ეკონომიკის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებზე.
რაც შეეხება უნივერსიტეტების მიხედვით მისაღები სტუდენტების რაოდენობას, შალვა ტაბატაძის ინფოგრაფიკით, ასეთი სურათია:
"გვიან ღამით დაიდო საუნივერსიტეტო პროგრამები კვოტებით და მე და ქეთევან ჩაჩხიანი შევეცადეთ გაგვეანალიზებინა 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამები უნივერსიტეტების, პროგრამების და რეგიონების დონეზე. შეჯამებული ინფორმაცია ვიზუალურად ვაჩვენეთ სლაიდებზე ქვემოთ. ზოგადად, შემდეგი სურათი გამოჩნდა:
1. 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა შემცირებულია 3,000 ადგილით;
2. უნივერსიტეტების დონეზე გაზრდილია თსუ-ს, სტუ-ს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა.
3. შემცირებულია განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის პროგრამები და დატოვებულია მხოლოდ პედაგოგიკა +აბეტ აკრედიტებული პროგრამები და შესაბამისად მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება, ასევე შემცირებულია სოხუმის, ქუთაისის ორივე უნივერსიტეტის, გორის, სამცხე-ჯავახეთი, თელავის უნივერსიტეტების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა;
4. მიმართულებების მიხედვით (მხოლოდ 7 მიმართულება გავაანალიზეთ ტენდენციების დასანახად, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები) მკვეთრად შემცირებულია სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია თბილისშიც და რეგიონებშიც. მეტიც, ამ მიმართულებებზე გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს აღარ ექნებათ ხელმისაწვდომობა.
5. გაზრდილია კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმატიკის საერთო რაოდენობაც და რაოდენობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებაზე აღარ აქვთ გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
6. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი და ბიზნესის პროგრამები და დარჩენილია საინჟინრო-ტექნიკურ-ტექნოლოგიური-აგრარული მიმართულებები, 2026-2027 წლების კვოტა მაინც აღემატება 2025-2026 წლების გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილირებულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებებზე მისაღები სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია;
7. ბრძანების მიხედვით გამონაკლისებში არ არიან 1+4 კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა რაოდენობა 2025-2026 წლებში 1500-მდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში და რომელთაც წელს უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამა, შესაბამისად გამოყოფილი 21,300 ადგილიდან დაახლოებით 1500 ადგილი ამ სტუდენტებზე უნდა გადანაწილდეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის, თელავის, გორის უნივერსიტეტის 1+4 პროგრამის სტუდენტებს შეექმნებათ საბაკალავრო პროგრამის არჩევის პრობლემა 2026-2027 სასწავლო წელს, რადგან ის პროგრამები, რომელზეც მათ სწავლის გაგრძელება შეიძლება სურდეთ, აღარ იქნება მათ უნივერსიტეტებში.
უფრო მეტი დეტალი იხილეთ ატვირთულ სლაიდებში, სადაც უფრო კონკრეტული და სპეციფიკური ინფორმაციებია, რაზეც ზოგადად დავწერეთ. გარდა ამისა, საყურადღებოა რომ:
1. 2026-2027 წლების პროგრამებში დამატებულია მასწავლებელთა განათლების ინტეგრირებული პროგრამა ილიაუნის, სოხუმის და რეგიონალური უნივერსიტეტებისთვის 1,300 ადგილით, რაც წინა წელს საერთოდ არ იყო საბაკალავრო პროგრამებში;
2. დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამა საერთოდ აღარ არის პროგრამების ჩამონათვალში", — წერს სოციალურ ქსელში განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე წერს.
-
NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია
გადახედვა
-
LEGO მანდალორელი და გროგუს რამდენიმე ახალ ნაკრებს უშვებს LEGO მანდალორელი და გროგუს რამდენიმე ახალ ნაკრებს უშვებს
გადახედვა
-
ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ აქტივებში გადატანა დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია რომან გოცირიძე: სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ აქტივებში გადატანა დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია
გადახედვა
-
მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ცნობილი პერსონაჟი გულისსწორით კროსვორდი: გამოიცანი ცნობილი პერსონაჟი გულისსწორით
გადახედვა
-
შალვა ტაბატაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული შალვა ტაბატაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ნიკოლას ქეიჯი ადამიანი-ობობას ალტერნატიულ, შავ-თეთრ ვერსიაში თამაშობს ნახეთ: ნიკოლას ქეიჯი ადამიანი-ობობას ალტერნატიულ, შავ-თეთრ ვერსიაში თამაშობს
გადახედვა
-
თეგეტა აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის — მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა თეგეტა აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის — მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
-
მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
-
პეტერ ფიშერი: "პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 21 და 48 — ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს" პეტერ ფიშერი: "პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 21 და 48 — ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს"
გადახედვა
-
"სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის სახელმწიფო "ქართულ ოცნებასთან" დამარცხდება" — შალვა პაპუაშვილი BBC-ის საჩივრის პასუხზე "სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის სახელმწიფო "ქართულ ოცნებასთან" დამარცხდება" — შალვა პაპუაშვილი BBC-ის საჩივრის პასუხზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა, რომელიც ასტრონომიულ კანონზომიერებას არღვევს აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა, რომელიც ასტრონომიულ კანონზომიერებას არღვევს
გადახედვა
-
ინვესტიცია მომავალში: რატომ არის ახალი მშენებარე ბინები ლისზე ყველაზე მოთხოვნადი? ინვესტიცია მომავალში: რატომ არის ახალი მშენებარე ბინები ლისზე ყველაზე მოთხოვნადი?
-
საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი გავეცით — BBC “ქართული ოცნების” სარჩელზე საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი გავეცით — BBC “ქართული ოცნების” სარჩელზე
გადახედვა
-
თეგეტამ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო თეგეტამ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
-
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის — მოემზადე 14 თებერვლისთვის თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის — მოემზადე 14 თებერვლისთვის
-
რუსეთის ვიცეპრემიერის განცხადებას, აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენის შესახებ, პრორუსი მამუკა ფიფია ეხმაურება რუსეთის ვიცეპრემიერის განცხადებას, აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენის შესახებ, პრორუსი მამუკა ფიფია ეხმაურება
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ "დეფორმას" ვერანაირად ვერ შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით. ნინო დობორჯგინიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ "დეფორმას" ვერანაირად ვერ შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით.
გადახედვა
-
რადიოაქტიურ ყინულში სიცოცხლის წარმომშობ ამინომჟავებს მიაგნეს — კვლევა რადიოაქტიურ ყინულში სიცოცხლის წარმომშობ ამინომჟავებს მიაგნეს — კვლევა
გადახედვა
-
მუმია 4-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია მუმია 4-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია
გადახედვა
კომენტარები