ირაკლი კობახიძის თქმით, Eagle Hill-ის პროექტის 257 გაყიდული ბინიდან 147 ქართველმა შეიძინა
ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, Eagle Hill-ის პროექტის კრწანისის ტერიტორიაზე ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო.
კობახიძის მტკიცებით 257 გაყიდული ბინიდან 147 ქართველმა შეიძინა, ხოლო 110 — უცხოელმა. ოცნების პრემიერმა ასევე დასძინა, რომ "ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა", რადგან 110 უცხოელი მყიდველიდან მხოლოდ 8 იყო არაბი.
ოცნების პრემიერმინისტრის განმარტებით, ოპოზიცია "ათჯერ ასცდა იმ რეალობას", თუ რა ფასად გაიყიდებოდა ბინა არაბული პროექტის ფარგლებში და მოცემული ფასი ქართველი მყიდველისთვისაც ხელმისაწვდომია.
"ეს არის ყველაზე მაშტაბური ინვესტიცია. ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის ტერიტორიაზე. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 ათას დოლარიანი ფასი. მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ რა ფასით გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით ათჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი. შესაბამისად, ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია. გახსოვთ რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. "არაბიზაციის“ ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ პრაქტიკულად ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და მთლიანად გაიყიდებოდა არაბებზე, აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს, ასეთი იყო მათი პროგნოზი. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. რომ არა ეს ისტერიული კამპანია, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება.
რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257 ბინიდან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მლრდ ლარით და ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად შემატებს საშუალოდ 700 მლნ ლარს, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტურიზმის წახალისებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოდ, ეკონომიკის განვითარება, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე," — თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 2025 წლის იანვარში ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში $6 მლრდ მოცულობის ინვესტიციას განახორციელებდა. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია "იგლ ჰილსის" დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას 2025 წლის 22 ოქტომბერს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც "იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
- მოჰამედ ალაბარი: იგლ ჰილსის" პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება
- "Eagle Hills-ის ნამოქმედარი ნახეთ სერბეთში და თავად გააკეთეთ დასკვნები მათზე" — ინტერვიუ ნიკა შურღაიასთან
- ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით, ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება — ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ზე
- EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები