ირაკლი კობახიძე: მოთმინებით დაველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას
საქართველო-ამერიკის ურთიერთობების "გადატვირთვა" დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათი მხრიდან სრული ღიაობაა და ამერიკის მხრიდან ბოლოდროინდელი გზავნილები მათ ოპტიმისტურად განაწყობთ.
"არსებითად არის ეს [საქართველო-ამერიკის ურთიერთობების "გადატვირთვა"] დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე. ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი. ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რა თქმა უნდა. ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა — დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი აშშ-ის პოზიციას იმდენ ხანს დაელოდებიან რამდენიც საჭირო იქნება და მოთმინება "არასდროს" ამოეწურებათ. მისივე განმარტებით, მზად არიან"ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა."
"რამდენი ხანიც იქნება საჭირო, იმდენი ხანი დაველოდებით... ჩვენ ველოდებით აშშ-ის პოზიციას რამდენი ხანიც იქნება საჭირო... ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების შემხვედრ პოზიციას. ვნახოთ, მოთმინებით დაველოდებით მომავალშიც. იმედი გვაქვს რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის...
მე არაფერს არ ვამტკიცებ, მე გითხარით, რომ მოთმინებით ველოდები შეერთებული შტატების პოზიციას.
[ჟურნალისტი: მოთმინება როდის ამოგეწურებათ?]
არასოდეს.
ჩვენ მთავარი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული — ღიად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ მზად ვართ ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი პოზიცია... პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ ისაუბრეს იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რაც მოისმინეს და ეს გზავნილები. ჩვენ გვიმყარებს ოპტიმიზმს. დანარჩენი ვნახოთ. მოთმინებით დაველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას", — განაცხადა ოცნების პრემიერმა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები