მარიამ ქვრივიშვილი: "ევროპაში არის რეგულაცია ურბანული დაგეგმარების ფარგლებში, როდესაც ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს"
9 თებერვალს სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გამართულ დებატებში სტუმრებმა სასურსათო პროდუქტების ფასების რეგულირებაზე ისაუბრეს.
გადაცემაში მოწვეული იყვნენ — ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ოცნების ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხალხის ძალის აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, კომპანია "ემსიბი ჯორჯიას" ხელმძღვანელი ალექსანდრე რატიშვილი, "აგროჰაბის" დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ბიძინა გიორგობიანი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი და გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი.
გურამ მაჭარაშვილის კითხვის საპასუხოდ მარიამ ქვრივიშვილის განაცხადა, რომ "ევროპაში არის რეგულაცია ურბანული დაგეგმარების ფარგლებში, როდესაც ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს" და დასძინა, რომ აღნიშნული პრაქტიკა "ჯანსაღ კონკურენციას ხელს უწყობს".
"თუ ჩვენ მაგალითად მოვიყვანთ ევროპის რეგულაციებს, ევროპაში არის თითქმის ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში, მსგავსი რეგულაცია ურბანული დაგეგმარების ფარგლებში, როდესაც ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს…
ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს ამდაგვარად, რომ, ერთი მხრივ, ცენტრალურ უბნებში მეტ-ნაკლებად უფრო წახალისებულია ადგილობრივი ე.წ. უბნის მარკეტები და ცენტრალური ქუჩების გარეთ უკვე უფრო მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს.
ეს, ერთი მხრივ, ჯანსაღ კონკურენციას ხელს უწყობს, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს გარკვეულწილად მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, რომ აარჩიოს რომელი მიმართულებით წავიდეს და, მესამე მხრივ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც დღეს ჩვენს ქართულ ბაზარზე არსებობს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება უკვე საერთაშორისო არეალზე არსებობდეს, სწორი ადაპტირებით მოხდეს ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ დავიცვათ ეს ბალანსი, რომ ბიზნესმა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოთ და ჩვენი მოსახლეობისთვის გაიაფდეს პირველადი საჭიროების პროდუქცია," — განაცხადა ქვირვიშვილმა.
ქვრივიშვილს აღნიშნულ პასუხზე რეპლიკით ჩაეჭრა ბიზნესმენი ალექსანდრე რატიშვილი და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა "საბჭოთა კავშირის დროსაც მოქმედებდა".
აღნიშნულ საკითხზე "აგროჰაბის" დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, რომ "ეს ბიზნესია და 10 მაღაზია ექნება თუ 100, მისი გადასაწყვეტია".
შეგახსენებთ, ოცნების პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 2 თებერვალს შეიქმნა. მას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიაში სულ 14 წევრია:
ქართული ოცნების კვოტით: ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე, გელა სამხარაული.
გახარია — საქართველოსთვის კვოტით: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე.
ხალხის ძალის კვოტით: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი.
ევროპელი სოციალისტების კვოტით: ილია ინჯია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები