კახა კალაძე: მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის გაჟღერებული გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია
თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და "ოცნების" დანიშნულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის შემდგარი კონტაქტისას გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის შემდგარი კონტაქტისას გაჟღერებული გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის და მივესალმებით ამ დამოკიდებულებას, რაზეც იყო საუბარი. მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არის.
საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი გახლავთ, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.ამასთან ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.
ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, კატეგორიულად მიუღებელი იყო იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება, სიცრუე, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და განმარტება", — განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ "საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. ... წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, — გთქვა "ოცნების" დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მილანში ვიზიტზე საუბრისას, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებს დაესწრო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები