ამერიკული ჰოსპიტალი — სტამბოლი — საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის
ფოტო: ამერიკული ჰოსპიტალი
კლინიკა, სადაც მთავარი ღირებულება — ადამიანზე ზრუნვაა
სტამბოლის გულში, ნიშანთაშის ისტორიულ უბანში მდებარე ამერიკული ჰოსპიტალი (Amerikan Hastanesi) უკვე საუკუნეზე მეტია წარმოადგენს სამედიცინო სრულყოფილების, ინოვაციისა და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვის ეტალონს. 1920 წელს კლინიკა ადმირალ მარკ ლამბერტ ბრისტოლმა დააარსა და მისი მთავარი მისია უნივერსალური სამედიცინო სტანდარტების ლოკალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.
ჰოსპიტლის განვითარებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა 1995 წელს, როდესაც იგი ვეჰბი ქოჩის ფონდის (Vehbi Koç Vakfı) შემადგენლობაში შევიდა. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო მასშტაბური მოდერნიზაცია — როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ტექნოლოგიურ და აკადემიურ დონეზე. არაკომერციული მოდელი დღემდე რჩება ამერიკული ჰოსპიტლის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშნად: მიღებული შემოსავლები სრულად რეინვესტირდება სამედიცინო ტექნოლოგიებში, კვლევებში და პაციენტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ფოტო: ამერიკული ჰოსპიტალი
კლინიკაში პირველივე შესვლისთანავე იგრძნობა, რომ განსაკუთრებულ, მზრუნველ და პროფესიონალურ გარემოში მოხვდი. 5- სართულზე სხვადასხვა სამედიცინო პროფილის სივრცეებია განთავსებული და თითოეულ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, უმაღლესი დონის მომსახურება მიიღოს.
ქსელური ჰოსპიტლებისგან განსხვავებით, ამერიკული ჰოსპიტალი კონცენტრირებულია ერთ მთავარ კამპუსში და პაციენტებს ბუტიკურ, ლუქს მომსახურებას სთავაზობს. ჰოსპიტალი აერთიანებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტსა და სამედიცინო დისციპლინას. სამხატვრო გალერეით, სპეციალური დიზაინის პალატებითა და გურმანული სამზარეულოთი იგი პაციენტის გამოცდილებას პრიორიტეტად აქცევს.
მთავარი კი ის გუნდია, ვინც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სტამბოლში იციან და ამბობენ, რომ ქვეყანაში, რომელმაც მედიცინა ახალ საფეხურზე აიყვანა, ყველაზე გამორჩეული სამედიცინო პერსონალი სწორედ ამერიკულ ჰოსპიტალში ჰყავთ. ამას ის გამორჩეული სტამბოლელების ნახვაც ადასტურებს, რომლებიც მრავლად ირევიან კლინიკის ფოიესა თუ მოსაცდელებში.
ფოტო: ამერიკული ჰოსპიტალი
ამერიკული ჰოსპიტალი არ არის მხოლოდ კლინიკა, კლინიკა, სადაც გიმკურნალებენ 100%-იანი სიზუსტით, არამედ ეს არის ადგილი, სადაც მკურნალობასთან ერთად, აუცილებლად ჩაგისახავენ იმედს, გაამართლებენ ამ იმედს და უკიდურესად მძიმე დაავადებით მისულსაც კი გეტყვიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ პირობას შეასრულებენ.
პაციენტები ამ ზრუნვას გრძნობენ ყველა ნაბიჯზე: პროფესიონალიზმი, ღიმილი, პაციენტთან საუბრის სრულიად ახალი მიდგომები და თანამედროვე მედიცინის საუკეთესო ტექნოლოგიები - ჯამურად ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, სადაც მცირე, საშუალო თუ რთული ჩარევების წარმატების პროცენტი თურქეთის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
სამედიცინო ექსპერტიზა და წამყვანი სპეციალიზაციები
დღეს ამერიკული ჰოსპიტალი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებით სთავაზობს პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, თუმცა რამდენიმე სფეროში იგი აღიარებულია როგორც რეგიონული და საერთაშორისო სარეფერენსო ცენტრი.
ფოტო: ამერიკული ჰოსპიტალი
Centers of Excellence — კლინიკის საკვანძო მიმართულებები:
- ონკოლოგია, სადაც მკურნალობის პროტოკოლები სრულად შეესაბამება აშშ-ის წამყვანი ცენტრების სტანდარტებს და თითოეული შემთხვევა განიხილება მულტიდისციპლინური Tumor Board-ის ფარგლებში;
- გულ-სისხლძარღვთა ქირურგია და კარდიოლოგია, ინოვაციური მინიმალურ ინვაზიური და რობოტული მეთოდებით, მათ შორის TAVI პროცედურებით. მიმართულება თურქეთში ერთ-ერთი პიონერია რობოტულ და ოპერაციის გარეშე ჩატარებულ გულის სარქვლის შეცვლის პროცედურებში;
- ქალთა ჯანმრთელობა და ინვიტრო განაყოფიერება (IVF) — თურქეთის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული IVF ცენტრი, სადაც ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური სკრინინგი უზრუნველყოფს წარმატების მაღალ მაჩვენებლებს;
- ნევროლოგია და ნეიროქირურგია, Gamma Knife-ის, Deep Brain Stimulation-ისა და 3 Tesla MRI-ის გამოყენებით;
- ორთოპედია და ტრავმატოლოგია, განსაკუთრებით სპორტული მედიცინისა და სახსრების პროთეზირების მიმართულებით;
- სიმსუქნისა და მეტაბოლური ქირურგიის ცენტრი, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო Center of Excellence სტატუსი;
- Code Lotus Mindfulness Center — უნიკალური ჰოლისტიკური ჯანმრთელობის პლატფორმა - გონებისა და სხეულის ბალანსი: კიბოს ან ქრონიკული დაავადებების დროს, ჰოსპიტალი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ბიოლოგიურ მკურნალობაზე, არამედ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზეც.
საერთაშორისო პაციენტები და ულტრათანამედროვე მიდგომები სამედიცინო სფეროში
ამერიკული ჰოსპიტალი უკვე ათწლეულებზე მეტია მთელი მსოფლიოდან იღებს პაციენტებს. საგანგებოდ შექმნილი "საერთაშორისო პაციენტების მხარდაჭერის გუნდი“ უზრუნველყოფს სრულ პროცესს — მკურნალობის წინასწარი დაგეგმვიდან, ვიზისა და ლოჯისტიკის ორგანიზებით დაწყებული, მკურნალობის შემდგომი ტელემედიცინური მეთვალყურეობით დასრულებული. მულტიენოვანი გუნდი, კულტურული სენსიტიურობა და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებები პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და გამჭვირვალე გამოცდილებას ქმნის.
ხარისხი, უსაფრთხოება და საერთაშორისო აკრედიტაციები
პაციენტის უსაფრთხოება ამერიკული ჰოსპიტლის საქმიანობის საფუძველია. ჰოსპიტალი ფლობს Joint Commission International (JCI) აკრედიტაციას და „Pathway to Excellence“ სტატუსს საექთნო მომსახურებაში. ციფრული ინფრასტრუქტურა (HIMSS O-EMRAM), მედიკამენტების ბარკოდული კონტროლი და უწყვეტი ტრენინგები მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკს და უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ხარისხს.
მომავლის ხედვა
ამერიკული ჰოსპიტლის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ისტორიისა და ინოვაციის შერწყმას. Mayo Clinic Care Network-ის წევრობა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, მონაცემებზე დაფუძნებული მედიცინა, განათლებისა და კვლევის გაძლიერება ქოჩის უნივერსიტეტთან პარტნიორობით — ეს ის მიმართულებებია, რომლითაც ჰოსპიტალი მიზნად ისახავს რეგიონში ჯანდაცვის სტანდარტების კიდევ უფრო მაღლა აწევას.
ამ ყველაფრის ცენტრში კი რჩება მთავარი ღირებულება — ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა, სადაც პაციენტი აღიქმება არა როგორც კლინიკური შემთხვევა, არამედ როგორც ინდივიდი თავისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური საჭიროებებით.
ქართველ პაციენტებს სტამბოლის ამერიკული ჰოსპიტალი ქართულ ენაზე მოსაუბრე მხარდაჭერის გუნდი მოემსახურება. ისინი დაეხმარებიან პაციენტებს, როგორც ონლაინ ასევე ადგილზე კონსულტაციის დაგეგმვაში, აეროპორტიდან ტრანსფერისა თუ ქალაქში დარჩენის ლოგისტიკურ საკითხებში, ასევე ნებისმიერ ექიმთან კომუნიკაციაში. მათთან დაკავშირება შესაძლებელია ვოთსაფისა და მეილის გამოყენებით.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები