ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა
ფოტო: The Voice
ნიგერიაში გლოვის ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც შაბათს დედაქალაქ აბუჯაში გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა დამწყები მომღერალი.
26 წლის იფუნანია ნვანგენე ფართო საზოგადოებამ 2021 წელს, The Voice Nigeria-ში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა მომღერალი ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და აერთიანებდა ჯაზს, ოპერას, კლასიკურ მუსიკასა და სოულს.
იფუნანია ნვანგენე The Voice-ის ნიგერიულ ვერსიაში
ფოტო: The Voice
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გამოჰყავთ გველი მისი ბინიდან და ფონზე ისმის შეძახილები: "კობრაა!"
მისმა ახლო მეგობარმა, BBC-ს განუცხადა, რომ ის "ამომავალი ვარსკვლავი" იყო და წლის ბოლოსთვის პირველი სოლო კონცერტის ჩატარებას გეგმავდა. მეგობრებისთვის ცნობილია, რომ ნვანგენეს ეძინა, როდესაც "გველის ნაკბენმა გააღვიძა". მოგვიანებით სახლში ორი გველი აღმოაჩინეს.
თავდაპირველად ნვანგენემ დახმარება ახლომდებარე კლინიკაში ითხოვა, თუმცა იქ ანტივენინი არ ჰქონდათ, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეზუგვუს თქმით, შაბათს ის სასწრაფოდ მივიდა საავადმყოფოში, როგორც კი გაიგო, რომ ნვანგენე იქ გადაიყვანეს. მისივე თქმით, საავადმყოფოში საჭირო ანტივენინებიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ და არა ორივე.
"სტაბილიზაციას ცდილობდნენ. ლაპარაკი ვერ შეეძლო, მაგრამ ჟესტებით ურთიერთობდა. სუნთქვა უჭირდა", — დაამატა მან.
ეზუგვუმ თქვა, რომ ანტივენინის საპოვნელად თავადაც გავიდა, თუმცა დაბრუნებისას გაიგო, რომ ნვანგენე გარდაიცვალა. მისი თქმით, იმ საღამოს მთელი გუნდი მივიდა საავადმყოფოში "იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა".
საავადმყოფომ განცხადებაში უარყო ბრალდებები, თითქოს შხამის საწინააღმდეგო პრეპარატი ხელმისაწვდომი არ იყო, და აღნიშნა, რომ მათი რეაგირების არაეფექტურობაზე გავრცელებული ცნობები "უსაფუძვლოა და რეალობას არ შეესაბამება".
სამედიცინო ცენტრმა განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მდგომარეობის "საფუძვლიანმა, თუმცა სწრაფმა" შეფასებამ აჩვენა, რომ ნვანგენეს ნაკბენის შედეგად მძიმე გართულებები ჰქონდა. მათი თქმით, ინტენსიურ განყოფილებაში გადაყვანამდე მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნვანგენეს გარდაცვალებამ ნიგერიაში ხელახლა გააღვივა დისკუსია ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების შესახებ, რაც სამედიცინო დაუდევრობის ბრალდებების სერიას მოჰყვა.
ამ შემთხვევებში შედის მწერალ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიეს 21 თვის შვილის ბოლოდროინდელი გარდაცვალებაც. აღნიშნულ საქმეზეც საავადმყოფომ ყველანაირი ბრალეულობა გამორიცხა.
საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, ნიგერიის ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ სისტემაში "სტრუქტურული პრობლემები" არსებობს და გამოაცხადა ეროვნული სამუშაო ჯგუფის შექმნა "კლინიკური მართვისა და პაციენტთა უსაფრთხოების" საკითხებზე.
ვარაუდობენ, რომ ნიგერიაში გველის ნაკბენის მსხვერპლთა უმეტესობა სოფლად ცხოვრობს, რის გამოც ბევრი შოკირებულია იმით, რომ ნვანგენე დედაქალაქის ცენტრში გარდაიცვალა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ შხამიანი გველების ნაკბენები ბევრ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში უგულებელყოფილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა.
WHO-ს მონაცემებით, აფრიკაში ყოველწლიურად 435,000-დან 580,000-მდე გველის ნაკბენის შემთხვევა ფიქსირდება, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს. ძირითადი ტვირთი ქალებზე, ბავშვებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებზე მოდის, იმ რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია და რესურსები შეზღუდული.
ამ ნაკბენებს სუბ-საჰარულ აფრიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 30,000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება, თუმცა ზოგი შეფასებით რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.
ექსპერტების თქმით, ანტივენინის დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც პრობლემის რეალური მასშტაბის შეფასება რთულია. ამის გამო ბევრი დაზარალებული ტრადიციულ მკურნალობას მიმართავს და შემთხვევები ოფიციალურ სტატისტიკაში არ ხვდება.
იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ანტივენინი ხელმისაწვდომია, ის ხშირად ძალიან ძვირია, ხოლო შენახვა პრობლემურია, რადგან ანტივენინების უმეტესობა მაცივარში შენახვას მოითხოვს იმ რეგიონებში, სადაც ელექტროენერგია არასტაბილურია.
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები