რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მისიის შესაქმნელად, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" გაააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზევე გამოქვეყნდა.
განცხადებაში წერია, რომ ეუთოს წევრი 24 ქვეყანა ქმნის "ფაქტების დამდგენი მისიას, რათა შეაფასონ საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებენ". ამას გარდა წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას.
"შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს ეუთო-ს 24-მა წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს", — წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი შემდეგმა ქვეყნებმა გაააქტიურეს: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
"ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა არსებითი ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის, რაც აუცილებელია სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად.
2024 წლის დეკემბერში 38-მა მონაწილე სახელმწიფომ გამოიყენა ეუთოს ვენის მექანიზმი, რათა გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოეთხოვათ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენმა დელეგაციებმა, ისევე როგორც სხვებმა, არაერთხელ გამოთქვეს ჩვენი შეშფოთება მუდმივმოქმედ საბჭოში, რადგან მიაჩნიათ, რომ საბჭო მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების ხელშესაწყობად.
თუმცა, ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა.
ვიხსენებთ, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულების თანამშრომლობითი განხილვის შესახებ და კერძოდ, ასტანაში მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ "ადამიანის უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებები ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის პირდაპირი და ლეგიტიმური შეშფოთების საკითხს წარმოადგენს", ჩვენ ვიყენებთ მაშინდელი ეუთოს ადამიანის უფლებების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრის 1991 წლის დოკუმენტის მე-12 პუნქტს, რათა შევქმნათ ფაქტების დამდგენი მისია, რათა შევაფასოთ საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე გავამახვილოთ.
ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმში წამოჭრილ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას, მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა გამოხატავს კეთილგანწყობას და მზადყოფნას კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის, — წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი მარია თელალიანი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტი აირჩიოს და ამ ერთი წევრის არჩევა ODIHR-ის "ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის" ფარგლებში არსებული ექსპერტთა სიიდან უნდა მოხდეს. ამ სიაში 18 ქვეყნიდან არიან ექსპერტები, მაგრამ მათ შორის საქართველო არ არის.
"მოსკოვის მექანიზმი" "ვენის მექანზიმს" ეყრდნობა და ორივე მათგანი ადამიანის უფლებების სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ შეთანხმებებია, რომლებიც 1989, 1990 და 1991 წლებში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფედერაციის (CSCE) წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, რომელიც მოგვიანებით გახდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).
ვენის მექანიზმი ადგენს პროცედურებს მონაწილე სახელმწიფოების ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების წამოსაჭრელად და მათზე რეაგირებისთვის, ხოლო მოსკოვის მექანიზმი ამატებს პროცედურებს დამოუკიდებელი "ექსპერტების მისიებისა" და "მომხსენებლების მისიებისთვის", რომლებიც ეწვევიან და წარადგენენ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საკითხებზე.
მანამდე მოსკოვის მექანიზმი გამოიყენეს თურქმენეთში (2002–2003 წლებში) ეუთოს 10 წევრი სახელმწიფოს ინიციატივით; 2-ჯერ ბელარუსში: პირველად (2011 წელს) — ეუთოს 14 მონაწილე სახელმწიფოს ინიციატივით და მეორედ (2020) — ეუთოს 17 ქვეყნის ინიციატივით; რუსეთში (2018) — ეუთოს 16 ქვეყნის ინიციატივით და სხვა ქვეყნებში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები