გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები
26 იანვარს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიში ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის თქმით, 2025 წლის მონაცემებით World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 143 ქვეყანას შორის 52-ე ადგილს იკავებს და დასძინა, რომ საქართველომ "შეძლო კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების ჩამოყალიბება".
"მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ არაერთ სფეროში რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავა. ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების ჩამოყალიბება", – განაცხადა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ
ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებულმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, დარახველიძე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის დიდი ბრიტანეთის და ბალტიის ქვეყნების მიერაა დასანქცირებული.
- დიდმა ბრიტანეთმა პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრი გომელაური დაასანქცირა
- ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ "ოცნების" ათეულობით წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესეს
- ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს
- ჩეხეთის მთავრობამ სანქციების ეროვნულ სიას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაამატა
დარახველიძემ ანგარიშის წარდგენისას 2024 წლის შემოდგომის საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "საქართველოში მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული". ოცნების მაღალჩინოსნის განმარტებით, საქართველოში ნებისმიერ პირს შეუძლია პროტესტის გამოხატვა და ამაზე მეტყველებს საკანონმდებლო ორგანოებთან 425-დღიანი პროტესტიც, სადაც "სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება".
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე საუბრისას, დარახველიძემ განაცხადა, რომ "ეს იყო არა მშვიდობიანი, არამედ კარგად ორგანიზებული, ძალადობრივი აქტი" და სამართალდამცავებმა "საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციული ძალა გამოიყენეს".
"მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით.
ამ კონტექსტში მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და როგორც თავად აქციის მონაწილეები აცხადებენ, 425 დღეა, ისინი პროტესტის რეჟიმში არიან. ის ფაქტი, რომ 425 დღე ნებისმიერ პირს შეუძლია, სახელმწიფოს ძირითად საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი ნებისმიერ საკითხზე, ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება.
რაც შეეხება 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო არა მშვიდობიანი, არამედ კარგად ორგანიზებული, ძალადობრივი აქტი, რომელიც დასაწყისიდანვე მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალებას და საქართველოში ხელისუფლების დამხობას.
აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრებისთანავე ორგანიზებულად იწყებოდა ძალადობრივი პროცესები, რომელიც გადადიოდა პარლამენტის შენობაზე თავდასხმასა და პოლიციელების მიმართ სასტიკ ძალადობაში.
სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყენეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ჩვენ ვიმოქმედეთ ზუსტად იმავე სტანდარტით, რითიც მოქმედებს მრავალი ევროპული ქვეყნის პოლიცია," — განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულმა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს – 67,25%-ს მიაღწია.
ანგარიშის შეფასება
ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების შეფასების ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსგან კრიტიკული შეფასებები მიიღეს. მათი უმეტესობა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველი კანონის, სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების, სინდისის პატიმრების საქმეების და სხვა რეპრესიული კანონების კრიტიკას დაეთმო.
გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, კუმარ ივერმა საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე ისაუბრა.
"ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. 2024 წლიდან მოყოლებული აქ დაფიქსირდა ძალის პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ჟურნალისტების დაშინება და საკანონმდებლო ზომები, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს," — განაცხადა კუმარ ივერმა.
დიდი ბრიტანეთის რეკომენდაციაა, "საქართველომ უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. უზრუნველყოს ჟურნალისტების თავისუფლება და უსაფრთხოება. გაიწვიოს კანონები, რომელიც კრძალავს მათ თავისუფლად ოპერირებას. და მესამე, გაათავისუფლეთ უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებულები და გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი სასამართლოს უფლება".
აღნიშნული რეკომენდაცია გაიმეორა გაეროში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, მარი რამბახმა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს "უცხოური აგენტების შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" კანონები.
"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს და დაზარალებულებისთვის სამართლიანობა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია უზრუნველყოს. ასევე, გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" და "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებები.
საქართველომ უნდა გააუქმოს ან შეცვალოს "მაუწყებლობის შესახებ" კანონსა და "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები," — განაცხადა განაცხადა გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა მარი რამბახმა.
გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა, კლერ ტუოდემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყონ სამართლებრივი ჩარჩო, პოლიტიკურ პლურალიზმს სცენ პატივი და შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევა.
"გვსურს, შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ: უზრუნველყავით სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების. უზრუნველყავით მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი. უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების უფლებების სრული პატივისცემა.
გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. იბრძოლეთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებული ძალადობის, უზრუნველყავით ლგბტ+ პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა," — განაცხადა საფრანგეთის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ლუქსემბურგს, ანა გოდერტმა საქართველოს მოუწოდა, გააძლიერონ უმცირესობების უფლებების დაცვა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ბავშვთა განათლება გააძლიერონ.
"გააუქმეთ ყველა ბარიერი, რომელიც იქმნება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების და მედიის თავისუფლების უფლების განხორციელებისას. უზრუნველყავით, რომ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეძლონ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.
გააძლიერეთ ნაბიჯები უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენასთან და სიძულვილის ქმედებების წინააღმდეგ. ეს ეხება შშმ პირებს, მიგრანტებს, ლგბტქ ადამიანებს და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს.
გააძლიერეთ ქალები, განსაკუთრებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.
ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ინკლუზიური წვდომა განათლებაზე, განსაკუთრებით ბოშათა თემში," — განაცხადა ლუქსემბურგის წარმომადგენელმა.
ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში საქართველოს გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა მოუწონა. რუსლან სტროგანოვმა განაცხადა, რომ "დადებითად აფასებს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევას" და საქართველოს მოუწოდა "გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა".
რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით "პატიმრების დიდი რაოდენობის მოგვარების" საკითხის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ აღვნიშნავთ თბილისის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებას, მათ შორის ახალი კანონების მიღებით, რომელთა მიზანი წინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ციკლის რეკომენდაციების შესრულებაა. დადებითად ვაფასებთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მისი განხორციელება გააგრძელოს.
პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობის საკითხის მოგვარების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოთ," — განაცხადა რუსლან სტროგანოვმა.
- საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე
- გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი
- PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები