სალომე ზურაბიშვილი

27 Jan. 2026, 10:46

"დებატები დღეს არის, ერთი მხრივ, უაზრო მცდელობა "ქართული ოცნების", მეორე, ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან რაღაც სხვადასხვა მოსაზრება — ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორემ თქვას, რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი.

ამიტომ, დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ ნამდვილი, ახალი, საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან — სხვა ურთიერთობა, არა ძალადობრივი და არა მუქარით და არა კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არის განხილული წინასწარ, რომ შეცვალეს კანონმდებლობაში, რომ პარლამენტში აღარ არის საჭირო განხილული იყოს კანონი საზოგადოების წარმომადგენლებთან, სანამ იქნება მიღებული. ეს ყველაფერი არის ჯერ შესაცვლელი იმისთვის, რომ ვინმემ დაიჯეროს იმისი, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან რამე ტიპის დიალოგი, თუ დებატი თუ რაც იქნება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.…