"ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ჭიათურელი მაღაროელებისთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მსჯავრდადებული პირების დიდი ნაწილის მიმართ ბრალდება არც მტკიცდება და პირდაპირი მტკიცებულებები სასამართლოს პრაქტიკულად არ აქვს. მისივე განმარტებით, "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა."
"ჭიათურელ მაღაროელებს უმძიმესი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ.
ადამიანებს, ვინც ამდენი წელია იბრძვიან ღირსეული გარემოსთვის და ქალაქის გადარჩენისთვის, კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. კომპანიის მიერ შრომითი უსაფრთხოების დარღვევა და ასობით ადამიანის სიკვდილი და დასახიჩრება, სოფლების განადგურება და აყრა, გარემოს დაბინძურება, ათასობით მაღაროელის და მშრომელის უკანონო მასობრივი გათავისუფლება და საბაზისო შემოსავლის გარეშე დატოვება არ არის ძალადობა, მაგრამ ღირსებააყრილი კაცების კონფლიქტი მენეჯმენტთან, რომელიც თავად ამ ადამიანის მხრიდან შეურაცხყოფით დაიწყო, სასტიკად უნდა დაისაჯოს. ეს მაშინ, როცა ახლა უკვე მსჯავრდადებული პირების დიდი ნაწილის მიმართ ეს არც მტკიცდება და პირდაპირი მტკიცებულებები სასამართლოს პრაქტიკულად არ აქვს.
აი ეს არის ანტისოციალური სახელმწიფო, სადაც სრული იმუნიტეტი აქვთ რეჟიმის ეკონომიკურ და პოლიტიკურ რგოლებს, უბრალო ადამიანების ღირსების, უსაფრთხოების და მომავლის დაცვა კი არავის საქმე არის.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების კადრებს ვუყურებ და ნამდვილი გლოვა იგრძნობა ამ ფოტოებში. ეს ახალგაზრდა მშრომელი კაცები იმ ბრძოლისთვის ისჯებიან, რომელიც უკვე 1 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ჭიათურაში. ამ ადამიანების უკან შვილები, ცოლები, მშობლები, ნათესავები და თანამებრძოლები დგანან და რეალურად ეს მთელი ქალაქის გლოვაა.
ჩვენი ადვოკატები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ მაღაროელებს დასაცავად, მაგრამ როცა მართლმსაჯულება გაუქმებულია, რისი გაკეთება შეუძლიათ მებრძოლ ადვოკატებს?! ცხადია, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და ბოლომდე დავიცავთ მაღაროელების ინტერესებს. მაგრამ ოჯახებისთვის, შვილებისთვის მიყენებულ ამდენ ტკივილს და ტრავმას რა აღადგენს?!
ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა, რომ ეკონომიკურ ძალაუფლებასთან დაპირისპირება ძვირი დაუჯდება ყველას. ოლიგარქიულ სისტემას, რომელიც აღმოსავლეთის ბაზრებიდან ახალი კომპანიების აგრესიულ მოზიდვაზეა გადასული და მათ მოსაზიდად უკონტროლო და ღია პირობებს ქმნის, საკუთარი თავის ეკონომიკური გადარჩენისთვის, უფრო მეტად კი საკუთარი გამდიდრებისთვის, ამ ტიპის იმუნიტეტი და მოქალაქეების დაუძლურება ყველაზე მეტად სჭირდება", — დაწერა თამთა მიქელაძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხივე ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზნიაშვილმა მიიღო.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და მასში მონაწილეობისთვის დაკავებულ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან
- ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
- "ჩაატარებენ არჩევნებს, მოგვისჯიან სასჯელს და როცა გაინაღდებენ სკამებს, უფრო მეტ რეპრესიებს დაიწყებენ" — მაღაროელ მერაბ სარალიძის წერილი ციხიდან
- მაღაროელმა მირაზა ლოლაძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
- 3 ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
- ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები