რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა გიორგი მექვაბიშვილმა ოცნების ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. მექვაბიშვილის უფლელებს საია იცავდა.
2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ, "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს გიორგი მექვაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მექვაბიშვილი აქციაზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე. საქმის ერთადერთი მოწმე პოლიციელის განმარტებით, გიორგი მექვაბიშვილი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი, ხოლო შემდგომ სამართალმდარღვევად ცნობის საფუძველი.
მექვაბიშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 35 საათი გაატარა და მოგვიანებით სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
საია-ს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივარი განიხილა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების ჭრილში.
საია-ს თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცახდებით, საიამ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო ევროსასამართლოში — სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასამართლოების მიერ დემონსტრანტისთვის თითქმის ექსკლუზიურად პოლიციის დაუსაბუთებელი ჩვენების საფუძველზე "გამამტყუნებელი განაჩენის" გამოტანა დაგმო და უსამართლოდ მიიჩნია.
"დღეს საიამ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო ევროსასამართლოში (მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; no. 37567/23).
ეს არის პირველი საქმე, რომელზეც 2023 წლის "რუსული კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის კონტექსტში გამოვიდა გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლო გმობს საქართველოს სასამართლოების მიერ დემონსტრანტისთვის თითქმის ექსკლუზიურად პოლიციის დაუსაბუთებელი ჩვენების საფუძველზე "გამამტყუნებელი განაჩენის" გამოტანას (სამართალდამრღვევად ცნობას).
სტრასბურგის მითითებით, ეროვნულ დონეზე სასამართლოების მიერ საერთოდ უგულვებელყოფილი იყო პროტესტის კონტექსტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვისას.
ეს პრაქტიკა სწორედ ასე აქვს საიას თავის დოკუმენტირების ანგარიშებშიც შეფასებული, რომელიც 2023 წლის პროტესტებს ეხებოდა. ასეთი პრაქტიკის შედეგად ასობით ადამიანია დაზარალებული — სამართლიანი სასამართლოს გარეშე სამართალდამრღვევად ცნობილი.
დიდი მადლობა ჩვენს ყველა იურისტს, რომელიც როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე აწარმოებდა ამ საქმეს. ახლა მუშაობას მისი აღსრულების კონტექსტში განვაგრძობთ," — წერს ონიანი.
სტრასბურგის სასამართლოს გადაყვეტილებით მთავრობამ მომჩივან მექვაბიშვილს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით € 665 უნდა გადაუხადოს, ხოლო არამატერიალური ზიანისთვის — €1600.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები