"ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე
ოცნების ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საემიგრაციო ვიზების გაცემის გაჩერებაზე გააკეთა კომენტარი. მისი განმარტებით, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების დამუშავების შეჩერება აშშ-ის ადმინისტრაციის და შიდა საემიგრაციო პოლიტიკის გადასაწყვეტია და დასძინა, რომ მათი პრიორიტეტია "მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში და ქვეყნის განვითარებაში ჩაერთნონ".
"მათი გადასაწყევტია. უპირველეს ყოვლისა საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე — საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღისწესრიგის ნაწილი, თუ რა საემიგრაციო პოლიტიკა აქვს მას. ვიცით, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები, ვიდრე წინა ადმინისტრაციას თუ ადმინისტრაციებს და ამ პოლიტიკის განხორციელება არის. ჩვენ პირიქით, ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში ეს არის ჩვენი პრიორიტეტი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ და მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენი მოქალაქე ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იმ ფაქტით, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორი არ არის აშშ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც გრენლანდიასთან არ ვართ შუაში და ვენესუელასთან არ ვართ შუაში, ისევე არ ვართ შუაში პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან".
"მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, როგორც არ განაპირობა გრენლანდიის და ვენესუელას საკითხი. როგორც გრენლანდიასთან არ ვართ შუაში და ვენესუელასთან არ ვართ შუაში, ისევე არ ვართ შუაში პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ამ გადაწყვეტილებით დედამიწის ნახევარს შეეხო ლამის," — განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ქართველებისთვის საემიგრაციო ვიზების დამუშავებას აჩერებს, იმ მიზნით, რომ გაამკაცროს კონტროლი იმ განმცხადებლებზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში "სახელმწიფო ვალდებულებად" (public charge) იქცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
შემდგომ ამერიკის საელჩო თბილისში განმარტა — ვის შეეხება ამერიკის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები. მათი ცნობით, " სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი."
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები