ახალი წელი, ძველი ჩვევები — რატომ ვერ ვასრულებთ წლიურ გეგმებს
ფოტო: ABC
როგორც კი 31 დეკემბერს საათი 12-ს ჩამოკრავს და სუფრას მივუსხდებით, სადღეგრძელოების პარალელურად, ზოგიერთი ჩვენგანი, მომავალი წლის გეგმებს აქტიურად ადგენს — მაგალითად, როგორ დაიწყებს სპორტდარბაზში სიარულს, მიირთმევს ჯანსაღ საკვებს, ყოველდღე დალევს ორ ლიტრ წყალს, იმოგზაურებს, საკუთარ თავს მეტ დროს დაუთმობს და ა.შ
თავდაპირველად, ეს მოტივაცია იმედისმომცემია, თუმცა წლიდან წლამდე ჩვენი ჩაფიქრებული გეგმები ნელ-ნელა გვავიწყდება. Forbes Health-ის კვლევა გვაჩვენებს, რომ გეგმების სისრულეში მოყვანის პერიოდი ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება, ხოლო მათი 90% უგულებელყოფილია.
და, რატომ ხდება ასე?
ბევრი ადამიანი გულწრფელად და კარგი განზრახვით ადგენს გეგმებს, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე ივიწყებს. ვინაიდან, ის გეგმები, რომლებსაც ვადგენთ რთულად შესასრულებელია, რაც ხელს უშლის მის გრძელვადიან წარმატებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას ეხება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გეგმების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მიზნები ხშირად ზედმეტად ამბიციურია. "3 იანვრიდან დიეტას დავიწყებ" ან "ყოველდღე სპორტდარბაზში ვივლი" შეიძლება მოტივაციურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანები არ არიან მიდრეკილები მსგავსი უკიდურესი ცვლილებებისკენ.
მაშ, ახალ წელს მომავალი წლის გეგმები აღარ დავგეგმო?
სწორი პასუხია — კი, თუმცა რეალისტური.
ფოტო: Freepik
გრძელვადიანი პროგრესი უფრო სავარაუდოა, როდესაც მიზნები დაყოფილია მცირე, მართვად ქმედებებად — მაგალითად, საკვებში ეტაპობრივად ბოსტნეულის დამატება, ყოველდღიური სეირნობა ან მარტივი ვარჯიშები. დროთა განმავლობაში, ეს მცირე ცვლილებები მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ახალი წლის ეს პერიოდი თვითრეფლექსიისთვის გამოვიყენოთ. იმის გახსენება, რა გამოვიდა, რა არა და რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი — გაცილებით ეფექტიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მკვეთრი ცვლილებების დაგეგმვა ერთ ღამეში. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩამოყალიბებულია მცირე, მდგრადი ჩვევებით, რომლებიც ყოველდღიურ რუტინასა და პირად საჭიროებებთან შესაბამისობაშია.
ამიტომ, თუ გსურთ თქვენი დასახული გეგმებიდან დაახლოებით 90% მაინც შეასრულოთ, გახსოვდეთ, იყოთ რეალისტურები, რათა, წლის მიწურულს, თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება.
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
კომენტარები