კიმბერლი ლოუ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს მათ, ვისთან ერთადაც საქართველოში "მშვიდობის სამიტის" ჩატარებას გეგმავდა
დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს მათ, ვისთან ერთადაც საქართველოში "მშვიდობის სამიტის" ჩატარებას გეგმავდა და ვინც მას საქართველოში უმასპინძლა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ბესო შენგელია, გოგა ჭურღულია და ბაგრატ აკუჯბა იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ აშშ-სგან რაიმე სახის ოფიციალური თანხმობა აქვთ მშვიდობის სამიტის ჩასატარებლად.
ლოუ წერს, რომ ბესო დანელიამ "პირდაპირი მნიშვნელობით გადააგდო ის და "მშვიდობის სამიტი".
"მან [ბესო შენგელიამ] პირდაპირი მნიშვნელობით გადამაგდო მეც და "მშვიდობის სამიტიც". გამოიყენა ჩემი სახელი და რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე ჩართვისა და საკუთარი თავის ლეგიტიმურად წარმოსაჩენად", — წერს ის სოციალურ ქსელში.
ლოუ "ოფიციალური განცხადებაში" წერს, რომ "ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციას დიპლომატიური გზით არ გამოუთქვამს თავისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში და მშვიდობის სამიტის ჩატარება შეუძლებელია მათი თანხმობის შესახებ". ლოუმ ისიც აღნიშნა, რომ გასული წლის ივნისში ის საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა.
"ჩემი სახელი წარდგენილი იყო აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე საქართველოში ივნისში, მას შემდეგ რაც ელჩი რობინ დანიგანი პენსიაზე გავიდა. მშვიდობის სამიტი კვლავ დაგეგმვის პროცესშია და გაიმართება შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, როგორც კი აშშ-ის ოფიციალური თანხმობა იქნება. მშვიდობის სამიტის წინადადება წარდგენილი იქნა აშშ-ის მთავრობის შესაბამისი არხებით, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მეშვეობით. ასევე, კონგრესის და აშშ-ის სენატის ყველა წევრს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ეცნობა ამის შესახებ. ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია საქართველოსთან დიპლომატიურ საკითხებზე და სანამ ასეთი ოფიციალური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მშვიდობის სამიტის ჩატარება შეუძლებელია.
საქართველოში ვრცელდება შეცდომაში შემყვანი და დამახინჯებული Facebook პოსტები იმის შესახებ, რომ მშვიდობის სამიტთან დაკავშირებული დოკუმენტები წარადგინეს ბესო შენგელიამ, გოგა ჭურღულიამ და ბაგრატ აკუჯბამ, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს უკვე აქვთ აშშ-სგან რაიმე სახის ოფიციალური თანხმობა ან რაიმე სახის ოფიციალური კავშირები აშშ-სთან. ეს ტყუილია და მე ამჟამად არანაირი კავშირი არ მაქვს ამ პირებთან, მათ შორის ბესო შენგელიასთან (თაღლითთან, რომელიც ცდილობს სხვისი სახელებისა და ავტორიტეტით ისარგებლოს). ამ პირებს არ აქვთ ოფიციალური კავშირები შეერთებულ შტატებთან და ატყუებენ ქართველ ხალხს და ასევე ცდილობენ დაუკავშირდნენ მთავრობის სხვა წევრებს, მაშინ როდესაც ამ პირებს არ აქვთ ოფიციალური თანამდებობა ან როლი.
ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს ქართველ ხალხს",— წერს კიმბერლი ლოუ სოციალურ ქსელში.
კიმბერლო ლოუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბაგრატ აკუჯბა. მან დაწერა, რომ "მშვიდობის ფორუმის" დელეგატებმა მის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადეს. ეს ინფორმაცია შემდეგ ხელისუფლებას მიაწოდეს და "დაარეგისტრირეს, რეგისტრაციის ნომერიც მიიღეს და ელოდებიან პასუხს. თუ სახელმწიფო ამ ფორუმის ჩატარების აუცილებლობას დაინახავს, ჩატარდება".
"ვიდეოში რა ინფორმაციაც არის გავრცელებული დადასტურებული მხოლოდ არის ის, რომ დელეგატებმა თანხმობა განაცხადეს, თუ ხელისუფლებისგანაც იქნებოდა კეთილი ნება და ჩვენ ეს ინფო ჩვენს ხელისუფლებას მივაწოდეთ, დავარეგისტრირეთ, რეგისტრაციის ნომერიც მოგვცეს და ველოდებით ჩვენი ხელისუფლებიდან პასუხს. თუ სახელმწიფო ამ ფორუმის ჩატარების აუცილებლობას დაინახავს, ჩატარდება. თუ არა, არ ჩატარდება, ამაზეა საუბარი.
რაც შეეხება ბესო შენგელიას, როდესაც დამირეკა და მითხრა ეს ამბავი, რომ დასტური მივიღეთ, მე სიხარულით თვალიც კი არ დამიხუჭია და გვერდში დაგვიდექიო, დავდექი მის გვერდით.
ახლა ჩემი პოზიცია ეგეთია, მე ის ვიდეო ავიღე დროებით, მანამ სანამ ამ ადამიანების ავთენტურობის ანუ თანხმობის საკითხი არ დადასტურდება. და ეს უნდა გააკეთოს ბატონმა ბესომ საჯაროდ!
სხვა შემთხვევაში ჩემი პოზიცია ისევ უცვლელია ამ საკითხზე, მე მზად ვარ ყველგან და ყოველთვის დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები.
არ ვიცი თქვენ ბესოზე გაბრაზებული ხართ, არ შევდივარ მაგ სიღრმეებში. ეს თქვენი პირადი საკითხია. მაგრამ არის მეორე საკითხი, როდესაც მომიხსენიებთ მეც, აქ ზომიერება გვმართებს ყველას და სწორად უნდა გაიგოთ ეს ყველაფერი.
ვეხმაურები ამ განცხადებას მხოლოდ იმიტომ, რომ "ტვ პირველში" გავიდა თქვენი პირველი პოსტი და არა მეორე, სადაც საუბრობთ ჩემზე, რომ შეცდომაში ვარ შეყვანილი. ეს ჩემთვისაც საინტერესოა და იმედია სიმართლე გაირკვევა", — წერს ბაგრატ აკუჯბა (სტილი დაცულია).
კიმბერლი ლოუ კიდევ ერთ პოსტში წერს, რომ არ აქვს ბაგრატ აკუჯბასთან დაკავშირების საშუალება, ამიტომ არ იცის, რა უთხრა მას ბესო შენგელიამ და ვარაუდობს, რომ "ბაგრატს კეთილი განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიგო აშშ-ს თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული სიტუაცია და შესრულებული სამუშაოს მოცულობა". "ასე რომ, ბაგრატ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენთან დაკავშირების საშუალება არ მაქვს და ისევ და ისევ, ვფიქრობ, კეთილი განზრახვა გაქვთ", — წერს კიმბერლი ლოუ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში კიმბერლი ლოუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში მსოფლიო მშვიდობის სამიტი უნდა გამართულიყო, რომელზეც მოწვეულები იყვნენ: აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის პრეზიდენტები: დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მრავალი სხვა გავლენიანი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
ლოუს ბრალდებებს ბესო შენგელია ჯერ არ გამოხმაურებია. დამატებით ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
გადახედვა
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა
გადახედვა
-
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
-
საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით
გადახედვა
-
რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი საკანცელარიო დანით ყელის არეში დაჭრა დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი საკანცელარიო დანით ყელის არეში დაჭრა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება? ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება?
-
Freedom House-მა სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის სახელობის პრემია გადასცა Freedom House-მა სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის სახელობის პრემია გადასცა
გადახედვა
კომენტარები