მიხეილ სააკაშვილი

31 Dec. 2025, 10:51

"პუტინი რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს, როგორც წესი ჩრდილოეთის და ციმბირში განსაკუთრებით ცივ რეგიონებში გამოკეტავს ხოლმე, სადაც მათგან ყველაზე გამორჩეულთ, წამლავენ კიდეც.

ივანიშვილმა გადაწყვიტა აქ მოგვიწყოს ციმბირი აცივებასთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა (ბადრაგებს ელექტროღუმელები უდგათ თავისთან), მაგრამ ეს სტატუსი ამაზე არაა.

აქ რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, მე სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა რამდენიმე დღეში. თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები.

მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა "სამართალდამცავი" ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს, თუმცა ეს სტატუსი ამაზეც არაა.

ეს სტატუსი ეხება რუსთავის და კასპის მოსახლეობის უმეტესობას, რომელთაც მრავალი წელია თავზე ეყრება ეს მომწამლავი მტვერი და რომელიც ძირითადად ხმას არ იღებს ბავშვებში ონკოლოგიის მკვეთრ მომატებაზე და დანარჩენი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფართო სპექტრზე, იმაზე, რომ რუსთავშიც და კასპშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-8 წლით ჩამორჩება კახეთს და დასავლეთ საქართველოს.

ვიცი რომ აქტივისტები იბრძვიან, მაგრამ მინდა ვკითხო დანარჩენ ქართულ საზოგადოებას - იმიტომ ხომ არ ხართ ჩუმად, რომ ამ ქარხნების მფლობელი ივანიშვილია, სწორედ ის არ აყენებს გამწმენდ ფილტრს, რომელიც აუცილებელია თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად, სწორედ ის ამუშავებს ქარხანას ღამ-ღამობით, რათა თქვენ დღისით არ დაინახოთ მომწამლავი მუქი კვამლი.

სწორედ ის გართმევთ რუსთაველებს ახლა კრწანისის ეკო ზონას, არაბული ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციულად რუსთავის ფილტვები იყო.

ეს ყველაფერი ყველა ქოცის პასუხისმგებლობაა და მათ მინდა ვკითხო, გსიამოვნებთ საახალწლო სუფრაზე რუსთაველების და კასპელების შემწვარი დამჭკნარი ფილტვებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება?

და ემანდ სტაფილოს წვენში და საახალწლო შამპანურში რუსთაველი და კასპელი კიბოთი დაავადებული ბავშვების ჩამოცვენილი თმები არ შეგეპაროთ და არ გადაგცდეთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
  5. "ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან საპატრიარქო ტახტის…