მიხეილ სააკაშვილი

3 Dec. 2025, 18:19

მიხეილ სააკაშვილი: "მე დღეს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში თხოვნით დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.

ეს გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხს სერიოზულად გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ჰააგას დასჭირდება წლები, მაგრამ თავად გამოძიების დაწყებას სერიოზული ეფექტი ექნება.
მე მაქვს გამოცდილება ჰააგის ამ სასამართლოსთან მუშაობის, როცა 2019 წელს შევკრიბე იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა 300 გვერდიანი დოკუმენტი ICC-ში წარსადგენად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

მაშინ სასამართლომ მთლიანად გაამართლა საქართველო და ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს. ახლა ჩემი თავისუფლება საერთაშორისო კონტაქტების ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იმუშავებს და თავიდან აგვაცილებს ახალ ტრაგედიებს.

ვიცი რომ ჩემი ეს მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს ჩემს მიმართ, მაგრამ მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და არ შემიძლია ეს არ გამოვიყენო ხალხის დასახმარებლად, ამიტომ ვერ გავჩუმდები და მაინც ვდგამ ამ ნაბიჯს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა 19 აპრილს რაკეტა New Glenn მესამედ გაუშვა, თუმცა ეს მისია (NG-3)…